წითელქუდას პრობლემები(სცენარი)
(მთხრობელი ნინი)---- იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი
რა იქნებოდა,სოფელში ცხოვრობდა ერთი პატარა გოგონა,რომელსაც
წითელქუდას ეძახდნენ.
ბებო გაღმა სოფელში ცხოვრობდა, წითელქუდას დედა
გამოაცხობდა ღვეზელებს, ნამცხვრებს და ბებიასთან აგზავნიდა💓
(წითელქუდას დედა მღერის და თან ღვეზელებს აცხობს).
წითელქუდა იპრანჭება და ემზადება ბებოსთან წასასვლელად.
მთხრობელი---წითელქუდა 9 წლის იყო, ბებო კი 80 წლის.
ერთ დღეს გადაწყვიტა ბებოსთვის 20 ღვეზელი და 2 ნამცხვარი
გამოეცხო. დედამ გამოაცხო ღვეზელები და ნამცხვრები, მაგრამ
წითელქუდას ღვეზელების მეოთხედი და ნამცხვრის ნახევარი
შემოეჭამა.ჩააწყო დარჩენილი ღვეზელები კალათაში და გაეშურა
ტყისკენ.მიდის და მიიმღერის(წითელქუდას სიმღერა). ხმა გაიგონა
მგელმა და ზგაჯვარედინზე დაელოდა წითელქუდას. ბებოსთან
მისასვლელი ორი გზა იყო, ერთი გზის სიგრძე 2 კილომეტრი იყო
მეორე კი 4-ჯერ მეტი. წითელქუდა და მგელი გზაჯვარედინზე
შეხვდნენ ერთმანეთს.
(მგელი საბა)---სად მიდიხარ პატარავ?
(წითელქუდა ტასო)---ბებიასთან
(მგელი)---წითელქუდა მომეცი ღვეზელების მესამედი და გზას
გასწავლიო,(მიუთითა გრძელი გზისკენ)
(წითელქუდა)---თუ მიმღერებ სიმღერას და კითხვაზე სწორად
მიპასუხებ მოგცემ.(მგელის სიმღერა)
(მგელი)---რა კითხვა გაქვს ისეთი მე რომ ვერ ვუპასუხო?
(წითელქუდა)---რას მიიღებ, თუ გაანახევრებ ექვსზე მეტ და
თექვსმეტზე ნაკლებ ყველა ლუწი რიცხვის ჯამს?
მგელი დაფიქრდება ბავშვებს კითხავს მათთან ერთად ცდილობს
გასცეს პასუხი,(წამყვანი აუდიტორიასთან ერთად ცდილობს
მიეხმაროს მგელს) ბავშვები დაეხმარებიან და სწორად
უპასუხებს.მისცემს წითელქუდა მესამედ ღვეზელს.
(მთხრობელი)---ბავშვებო რამდენი ღვეზელი მისცა მგელს?
მგელი ასწავლის გრძელ გზას და თვითონ მოკლე გზით
წავა.წითელქუდა გზის გავლას 4 საათი დასჭირდა. მგელს კი 4-ჯერ
ნაკლები დრო. (ბებოს სიმღერა) მიასწრო მგელმა წითელქუდას
ბებოსთან და დაუკაკუნა.
(მგელი)---ბებო ბებო წითელქუდა მოვედი კარები
(ბებო მარი)---თუ წითელქუდა ხარ ურდულის კოდი გამოიცანი, კოდი
ორნიშნა რიცხვია, თანაც ლუწი და 6-ზე იყოფა ციფრების ჯამი 9-ის
ტოლია. მგელმა ბავშვებთან ერთად დაიწყო კოდის გამოცნობა.
(ბავშვებს ხელში აქვთ კალმები და ფურცლები და საჭიროების
შემთხვევაში იყენებენ) ეხმარებიან გამოცნობაში, 36 ან 63
წამოიძახებს რომელიმე ბავშვი. მგელი აკრიბავს კოდს ურდულზე და
გაიღება კარები.
(ბებო)--- წითელქუდა რატომ გაქვს ამხელა კბილები?
(მგელი)---კარგი ჭამა მიყვარს, გოჭის ხორცი, ნიგვზიანი
ბადრიჯანი,მწვადი და ხინკალი.
(ბებო)---შენ წითელქუდა არა ხარ ბოროტი მგელი ხარ
(მგელი)---ბოროტი მგელი არ ვარ უბრალოდ ჭამა მიყვარს.ბებო არ
შეგჭამ თუ კითხვაზე მიპასუხებ. წითელქუდას 12 ლარი ჰქონდა.
ბებიამ მას ერთი 2 ლარიანი მისცა. რამდენი ლარი ექნებოდა
წითელქუდას, ბებიას მისთვის 2 ლარიანის მაგივრად ორი 5 ლარიანი
რომ მიეცა?
(მთხრობელი)--ბავშვებო მივეხმაროთ ბებიას ამოცანის ამოხსნაში
მგელმა რომ არ შეჭამოს.
ააყენებს ბებოს და ჩასვამს საკანში. ამ დროს ტყეში მონადირეები
მღერიან(მონადირეები მათე და გეგა, სიმღერა კომბლე). მონადირეები
დაინახავენ ბებოს საკანში, მის დასახმარებლად წავლენ და მგელს
ხელებს გაუკრავენ.
(მგელი)---საკანს გააღებთ თუ კოდს გამოიცნობთ. კოდი ორნიშნა
რიცხვია თან კენტი და 5-ზე იყოფა, ათეულების ციფრი ნაკლებია
ერთეულების ციფრზე. (15, 25, 35, 45) მათი ციფრთა ჯამი შვიდია.
მონადირეები ბავშებთან ერთად ცდილობენ კოდის გამოცნობას,
გამოიცნობენ და გაანთავისუფლებენ ბებოს. მგელ კი მიუსჯიან
მათემატიკური ამოცანის ამოხსნას.
(ამოცანა)--მგელს 10 ლარი აქვს. რამდენი 2 ლარიანი უნდა მივცეთ
მგელს რომ მას 20 ლარი გაუხდეს?
ამასობაში წითელქუდაც მოვა და ბებიას გადაეხვევა.
(მთხრობელი)---ბავშვებო წითელქუდა და ბებო ერთად არიან თქვენი
დახმარებით, ამიტომ კარგად უნდა ისწავლოთ მათემატიკა და ის
დაგეხმარებათ ცხოვრებაში ბევრი პრობლემის მოგვარებაში.
ბავშვებო თქვენ მემგონი ყურადღებით ადევნებდით თვალ-ყურს
ამბავს ამიტომ დაგისვამთ რამოდენიმე შეკითხვას ზღაპრიდან და
ვინც მეტ კითხვას გამოიცნობს მიიღებს პრიზს.
1) რამდენი წლის იყო წითელქუდა? 9
2) რამდენი წლის იყო ბებო? 80
3) რამდენი ღვეზელი გამოაცხო დედამ? 20
4) რა სიგრძის იყო პირველი და მეორე გზა?
5) რამდენი ღვეზელი მოსტხოვა მგელმა წითელქუდას?
6) რამდენი საათი დასჭირდა წითელქუდას ბებიასთან
მისასვლელად?
7) რამდენი საათი დასჭირდა მგელს?
8) დაასახელეთ კოდი რომელიც მგელმა გამოიცნო?
9) დაასახელეთ კოდი რომელიც მონადირეებმა გამოიცნეს?
10)რამდენი ამოცანა მიუსაჯეს მგელს ამოსახსნელად?
მთხრობელი დაითვლის სწორ პასუხებს და გამარჯვებულს
გადასცემს პრიზს.
ჭირი იქა ლხინი აქა, ქატო იქა ფქვილი აქა.(ყველას სიმღერა)
(მკითხველი)--ბავშვებო მოგეწონათ ზღაპარი? თუ გინდათ რომ ამ
ზღაპრის მონაწილე გახდეთ უცებ მოიფიქრეთ და შემოგვთავაზეთ
ლექსი ან სიმღერა. ვინ იქნება გაბედული? ის დასაჩუქრდება.
ბავშვებო გისურვებთ ჯამრთელობას ბედნიერებას, თქვენი
სურვილების ახდენას, და ამისთვის საჭიროა კარგად
ისწავლოთ.იმისთვის რომ ცხოვრებისეული პრობლემები კარგად
გადაწყვიტოთ მათემატიკა კარგად უნდა ისწავლოთ.მომავალ
შეხვედრამდე.
1) მგლისთვის ყურებიანი ქუდი და ყურსაცვამები.
2) მონადირეებისთვის კომბლები
3) კალათა-ნამცხვრები, ნაზუქები
4) წითელქუდას წითელი კაბა და ქუდი
5) დედისთვის ფორმა
6) ურდული კოდისთვის-ტელეფონი