სკოლა:
სსიპ ქალაქ თბილისის N 11 საჯარო
პედაგოგი:
მადონა ბენდელიანი
საგანი:
მათემატიკა
კლასი: VII
მიმართულება:
გეომეტრიული ობიექტები
თემა:
ფიგურის ფართობები
სამიზნე
ცნება: გეომეტრიული ობიექტები სიბრტყესა და სივრცეში
მაკრო
ცნება: გეომეტრიული ფიგურების
ფორმა და ზომები;
მკვიდრი
წარმოდგენები:
• გეომეტრიული მოდელი
რეალურ ცხოვრებასა და სამყაროში მიმდინარე მოვლენებს აღწერს გეომეტრიული ობიექტების მეშვეობით.
კარგი მოდელი გვეხმარება სამყაროში
მიმდინარე პროცესების გაგებაში. ასევე სტრუქტურის
აღქმასა და დასკვნების გაკეთებაში.
კომპლექსური დავალება:
დაეხმარეთ მამას ,რომელსაც სურს ხორბალი
მოიყვანოს
ნაკლები
დანახარჯებით.მას უნდა ისე შეღობოს ყანა ,რომ რაც შეიძლება მეტი თესლი
დათესოს.შეასრულეთ
რამდენიმე
ნახაზი
და
დაადგინეთ
ოპტიმალური
ვარიანტი,რომელიც
გვიჩვენებს
როგორი
სიგრძე,სიგანე
უნდა
ჰქონდეს
ყანას,რომ 100 მეტრის
სიგრძის
ღობით
მამამ
მაქსიმალური
მოგება
ნახოს.
ნაშრომის პრეზენტაციისას გაითვალისწინეთ:
• ერთი და იგივე პერიმეტრის მქონე ფიგურების ფართობი შეიძლება იყოს სხვადასხვა.
• აღწერე როგორი უნდა იყოს მამის ყანის სიგრძე და სიგანე?
• როგორ დაასაბუთებ შენს მიერ მიღებულ შედეგებს?
გაითვალისწინე,
რომ პრეზენტაციისას მზად უნდა იყო უპასუხოთ შემდეგ კითხვებს
·
რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ მიღებული შედეგების საუძველზე?
·
რატომ აქვთ სამეურნეო მიწის ნაკვეთებს მართკუთხედის ფორმა?
·
რას
გულისხმობს შესასწავლი საკითხი?
·
რა
შემოქმედებითი პროდუქტის საშუალებით უნდა დავადასტურoო რა ვისწავლე ამ საკითხთან დაკავშირებით?
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობისთვის:
·
მასწავლებელი
მოსწავლეებს სთავაზობს გაიხსენონ,რომ ფართობის გაზომვის პროცესი ზომის ერთეულთან შედარების
პროცესი.
·
კვადრატის
ფართობის ერთეული არის, ისეთი კვადრატის ფართობი
, რომლის სიგრძე ერთის ტოლია. (კვადრატული მეტრი).
·
მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ: ფართობის გაზომვის პროცესი ზომის ერთეულთან შედარების პროცესია.
·
ზოგიერთი უმარტივესი ფიგურის(კვადრატის,მართკუთხედი) ფართობს ფორმულებით ვითვლით.
იმისათვის, რომ გაგიადვილდეთ
კომპლექსური დავალების შესრულება, შეასრულეთ შემდეგი სავარჯიშოები:
აქტივობა 1.
ააგეთ
მართკუთხედი,რომლის ერთი გვერდის სიგრძე 9სმ-ია,მეორე გვერდი 5 სმ-ით მოკლეა
პირველზე,გამოთვალეთ ამ მართკუთხედის
პერიმეტრი და ფართობი.დახაზეთ კვადრატი,რომელსაც იგივე ფართობი ექნება,რაც ამ
მართკუთხედს.გამოთვალეთ მისი პერიმეტრი.
აქტივობა 2.
დახაზეთ
ორი მართკუთხედი,რომლებსაც ტოლი პერიმეტრები აქვთ,ფართობები კი არა.
შემდეგ
დახაზეთ ორი მართკუთხედი,რომლებსაც ტოლი ფართობები აქვთ,პერიმეტრები კი
არა.ნაშრომების განხილვისას მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეადარონ განხილული
მაგალითები ერთმანეთს.
გასავლელი ეტაპები:
I ეტაპი: დავალების პირობის წარდგენა
აქტივობა 1. მასწავლებელი გააცნობს
დავალების პირობას და მისცემს მოკლე მითითებას.
II ეტაპი: წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობა1. მოსწავლეები გაიხსენებენ კვადრატის ფართობს, მართკუთხედის ფართობს, ფართობის
ერთეულებს და პერიმეტრებს.
აქტივობა 2. მოსწავლეები
დახაზავენ კვადრატს, მართკუთხედებს.
III ეტაპი: კომპლექსური დავალებისათვის საჭირო ახლი
მასალის დამუშავება
აქტივობა1. მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები შეადარებენ
ერთმანეთს ერთნაირი პერიმეტრის მქონე მართკუთხედებს, როგორი ფართობები აქვთ, მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს აარჩიონ ოპტიმალური ვარიანტი.
აქტივობა 2. მასწავლებელი
აუხსნის მოსწავლეებს, როგორ უნდა წარმოადგინონ გრაფიკულად პრეზენტაცია კომპიუტერული
პროგრამების საშუალებით Word-ის PowePoin-ის ფორმატში.
IV ეტაპი: კომპლექსური
დავალების პრეზენტაცია
აქტივობა1. მოსწავლეები
ინდივიდუალურად წარმოადგენენ შესრულებულ დავალებას Word-ის ან
PowerPoint-ის საშუალებით და უპასუხებენ მასწავლებლის და თანატოლების შეკითხვებს.
No comments:
Post a Comment