Wednesday, December 28, 2022

კომპლექსური დავალება <<მცირე მეწარმის ამოცანა"

 

დანართი 3- მცირე მეწარმეს ოცანა

 

მიმართულება: ალგებრა

სასწავლო თემა: ალგებრული გამოსახულება, განტოლება.

 

 

სამიზნე ცნება:

ალგებრული გამოსახულება, განტოლებები,უტოლობები; ზომა და ზომის ერთეულები

მაკრო ცნება:

კლასი: მე-5

დრო: 2-3 კვირა

საკითხები: 

·         რიცხვითი გამოსახულება

·         ასოითი გამოსახულება

·         განტოლება,ამოცანების ამოხსნა განტოლებების საშუალებით.

·         მასის ერთეულები

 

საკვანძო კითხვა:

როგორ ვიყენებთ ალგებრულ გამოსახულებას და განტოლებას რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესის აღსაწერად?

დავალების პირობა:

 

კომპლექსური დავალების პირობა:

 ,, მცირე მეწარმის ამოცანა

გიორგის საკუთარი მცირე მეურნეობა აქვს. მან თავის ნაკვეთზე კარტოფილი დათესა და უხვი მოსავალიც მიიღო( 3 ტონა). მოსავლის  ნაწილის რეალიზებისთვის გიორგიმ შეიძინა ყუთები.  შინ მისულმა  აღმოაჩინა, რომ ყუთები ზომით განსხვავდებოდა . გიორგიმ სარეალიზაციო  კარტოფილი 4 ყუთში ისე გაანაწილა, რომ თითოეულში  წინაზე ყუთზე 50კგ-ით მეტი კარტოფილი აღმოჩნდა.

 

შენს მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში :

Ø  ჩაწერე ასოითი გამოსახულება, რომელიც აღნიშნავს სარეალიზაციოდ გატანილი კარტოფილის რაოდენობას.

Ø  რამდენი კგ კარტოფილი მოთავსდა თითოეულ ყუთში, თუ გიორგიმ  სულ სარეალიზაციოდ გაიტანა 2700კგ კარტოფილი.

Ø  შეადგინე რიცხვითი გამოსახულება და იპოვე სარეალიზაციოდ გატანილი კარტოფილის ოდენობა, თუ პირველ ყუთში იქნებოდა 200 კგ კარტოფილი.

Ø  თუ გიორგი გადაწყვეტს აღნიშნული პრინციპით დამზადებული მეხუთე ყუთის შევსებას, ეყოფა თუ არა მას ამისათვის კარტოფილის დარჩენილი რაოდენობა?

Ø  შენი მეგობრისათვის  მოიფიქრე საყოფაცხოვრებო სიტუაციის ამსახველი ანალოგიური ტიპის  ისეთი ამოცანა, რომლის ამოსახსნელადაც მას დაჭირდება განტოლების შედგენა

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

·         როგორ გამოისახება უცნობი სიდიდე (საგანთა უცნობი რაოდენობა).

·         როგორ  არის შესაძლებელი  ალგებრული გამოსახულებების გამოყენება მათემატიკური ამოცანებისა და რეალური ვითარების წარმოდგენისა და განზოგადებისათვის?

·         ამოცანის პირობიდან გამომდინარე როგორ შეიძლება რიცხვითი თვისებების გამოყენება გამოთვლების გასამარტივებლად?

·         როგორ ხდება რეალური ცხოვრებაში მიმდინარე პროცესის შესაბამისი განტოლების (ცვლადის შემცველი გამოსახულების) ჩაწერა?

 

შეფასება:

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·         დააკავშიროს რაოდენობები, ობიექტები ან/და მოვლენები ერთმანეთთან.

·         სიდიდეებს შორის არსებული დამოკიდებულების გამოსახვა სხვადასხვა ხერხით: ცხრილი, სქემა, გრაფიკი...

·         უცნობი სიდიდის გამოსახვა ცვლადის საშუალებით.

·         ალგებრული გამოსახულებების გამოყენება მათემატიკური ამოცანებისა და რეალური ვითარებების წარმოდგენისა და განზოგადებისათვის;

·         რიცხვითი თვისებების გამოიყენება გამოთვლების გასამარტივებლად;

·         ყოველდღიურ ცხოვრებაში წამოჭრილი ამოცანების  ამოხსნა განტოლებებისა და უტოლობების გამოყენებით.

·         სტანდარტული ერთეული დააკავშიროს სხვადასხვა სიდიდეს მახასიათებლის მიხედვით.

·         იმსჯელოს, გააანალიზოს, გაზომვის შედეგად მიღებული სიდიდის, მოვლენის რაოდენობრივ მახასიათებლებსა და შესაბამის ერთეულებზე.

·         იმსჯელოს, გაზომვის შედეგების სანდოობაზე. გაიაზროს, რომ გაზომვის შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაშია სანდო, თუ გაზომვა სტანდარტული ერთეულებით და სტანდარტული ხელსაწყოებით ხორციელდება.

 

რეკომენდაციები მოსწავლეს

იმისათვის, რომ გამარტივდეს დავალების შესრულება შენ უნდა იცოდე:

Ø  რა არის ცვლადი და რას შეიძლება აღნიშნავდეს

Ø  რას ეწოდება რიცხვითი გამოსახულება? ასოითი(ალგებრული)

Ø  რას არის განტოლება

Ø  რა განსხვავებაა ასოით გამოსახულებასა და რიცხვით გამოსახულებას შორის

Ø  რა განსხვავებაა ასოით გამოსახულებასა და განტოლებას შორის

ამოცანების ამოხსნა, განტოლებები

 

 

 

 

 

სამიზნე ცნება:  ალგებრული გამოსახულება, განტოლებები, უტოლობები; ზომა და ზომის ერთეულები

მცირე მეწარმის ამოცანა

აბსტრაქტული დონე

მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის არსი / არსობრივი მახასიათებლები, რაც მას ამ ცოდნის განზოგადებისა  და მისი დეკონტექსტუალიზების/სხვა მსგავს მაგალითებთან შედარების საშუალებას აძლევს. უკავშირებს განსახილველ საკითხს საკუთარ პირად გამოცდილებას.

 

Ø  მოსწავლემ სრულფასოვნად შეასრულა დავალება

Ø  მოსწავლეს შეუძლია   მოიფიქროს საყოფაცხოვრებო სიტუაციის ამსახველი ანალოგიური ტიპის  ისეთი ამოცანა, რომლის ამოსახსნელადაც მას დაჭირდება განტოლების შედგენა.

Ø  მოსწავლეს  შეუძლია საკითხის განზოგადება იგივე საგანში ან იდეების დაკავშირება ახალ სფეროსთან/დისციპლინასთან . განსახილველ საკითხს უკავშირებს საკუთარ გამოცდილებას.

 

 

 

 

 

მიმართებითი დონე

მოსწავლეს ესმის განსახილველი საკითხის არსი; ხედავს ურთიერთმიმართებებს საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ ერთეულებს შორის.

მოსწავლეს

Ø  შემოაქვს ადეკვატური აღნიშვნები

Ø  შეუძლია ამოცანის პირობის მიხედვით  ჩაწეროს ასოითი გამოსახულება

Ø  შეუძლია ამოცანის პირობის მიხედვით  ჩაწეროს განტოლება

Ø  იპოვა სარეალიზაციოდ გამზადებული თითოეულ ყუთში  კარტოფილის წონა  განტოლების მეშვეობით

Ø  მოსწავლემ დაადგინა, ეყოფა თუ გიორგის კარტოფილის დარჩენილი რაოდენობა   მეექვსე  ყუთის შევსებისათვის

Ø  ასაბუთებს მიღებულ შედეგებს

 

 

 

მულტისტრუქტურული დონე

მოსწავლეს  აქვს მხოლოდ რამდენიმე, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

 

მოსწავლემ

Ø  ხარვეზით შეადგინა ასოითი გამოსახულება

Ø  ამოცანის პირობიდან გამომდინარე მოსწავლემ შეადგინა ასოითი გამოსახულება, თუმცა უჭირს დამოუკიდებლად მისი გამარტივება

Ø  ამოცანის პირობიდან გამომდინარე მოსწავლემ შეადგინა განტოლება , თუმცა უჭირს დამოუკიდებლად მისი გამარტივება და ტოლფასი განტოლებით წარმოდგენა. შუალედურ გარდაქმნებს ვერ აკავშირებს ერთმანეთთან და და შესაბამისად ვერ ახერხებს განტოლების ამოხსნას.

Ø  მოსწავლეს შეუძლია დადგენა, რამდენი კგ კარტოფილი დარჩა რეალიზაციის გარეშე

 

უნისტრუქტურული დონე

მოსწავლეს  აქვს მხოლოდ ერთი არასტრუქტურირებული ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

მოსწავლეს შეუძლია  დადგენა, რამდენი კგ კარტოფილი დარჩა რეალიზაციის გარეშე

პრე-სტრუქტურული დონე

მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია. 

 

მოსწავლე ვერ იწყებს მუშაობას