დანართი 3- მცირე მეწარმეს ამოცანა
| 
   მიმართულება: ალგებრა სასწავლო თემა:
  ალგებრული გამოსახულება, განტოლება.  | 
  
   სამიზნე ცნება: ალგებრული გამოსახულება, განტოლებები,უტოლობები; ზომა და ზომის ერთეულები  | 
  
   მაკრო ცნება:  | 
  
   კლასი: მე-5 დრო: 2-3 კვირა  | 
 
| 
   საკითხები:   ·        
  რიცხვითი გამოსახულება ·        
  ასოითი გამოსახულება ·        
  განტოლება,ამოცანების ამოხსნა განტოლებების საშუალებით. ·        
  მასის ერთეულები  | 
  
   საკვანძო კითხვა: როგორ ვიყენებთ ალგებრულ გამოსახულებას და განტოლებას რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესის აღსაწერად?  | 
 ||
| 
   დავალების პირობა:  | 
  
   კომპლექსური დავალების
  პირობა:  ,, მცირე მეწარმის ამოცანა“ 
 გიორგის საკუთარი მცირე მეურნეობა აქვს. მან თავის ნაკვეთზე კარტოფილი
  დათესა და უხვი მოსავალიც მიიღო( 3 ტონა). მოსავლის  ნაწილის რეალიზებისთვის გიორგიმ შეიძინა ყუთები.  შინ მისულმა 
  აღმოაჩინა, რომ ყუთები ზომით განსხვავდებოდა . გიორგიმ სარეალიზაციო  კარტოფილი 4 ყუთში ისე გაანაწილა, რომ თითოეულში  წინაზე ყუთზე 50კგ-ით მეტი კარტოფილი აღმოჩნდა. შენს
  მიერ წარმოდგენილ
  პრეზენტაციაში : Ø 
  ჩაწერე ასოითი გამოსახულება, რომელიც აღნიშნავს სარეალიზაციოდ გატანილი კარტოფილის რაოდენობას. Ø 
  რამდენი კგ კარტოფილი მოთავსდა თითოეულ ყუთში, თუ გიორგიმ  სულ სარეალიზაციოდ გაიტანა 2700კგ კარტოფილი. Ø 
  შეადგინე რიცხვითი გამოსახულება და იპოვე სარეალიზაციოდ გატანილი კარტოფილის ოდენობა, თუ პირველ ყუთში იქნებოდა 200 კგ კარტოფილი. Ø 
  თუ გიორგი გადაწყვეტს აღნიშნული პრინციპით დამზადებული მეხუთე ყუთის შევსებას, ეყოფა თუ არა მას ამისათვის კარტოფილის დარჩენილი რაოდენობა?  Ø 
  შენი მეგობრისათვის  მოიფიქრე საყოფაცხოვრებო სიტუაციის ამსახველი ანალოგიური ტიპის  ისეთი ამოცანა, რომლის ამოსახსნელადაც მას დაჭირდება განტოლების შედგენა ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ: ·        
  როგორ გამოისახება უცნობი სიდიდე (საგანთა უცნობი რაოდენობა). ·        
  როგორ  არის შესაძლებელი  ალგებრული გამოსახულებების გამოყენება მათემატიკური ამოცანებისა და რეალური ვითარების წარმოდგენისა და განზოგადებისათვის? ·        
  ამოცანის პირობიდან გამომდინარე როგორ შეიძლება რიცხვითი თვისებების გამოყენება გამოთვლების გასამარტივებლად? ·        
  როგორ ხდება რეალური ცხოვრებაში მიმდინარე პროცესის შესაბამისი განტოლების (ცვლადის შემცველი გამოსახულების) ჩაწერა?  | 
 ||
| 
   შეფასება:  | 
  
   მოსწავლემ უნდა
  შეძლოს: ·        
  დააკავშიროს რაოდენობები, ობიექტები ან/და მოვლენები ერთმანეთთან. ·        
  სიდიდეებს შორის არსებული დამოკიდებულების გამოსახვა სხვადასხვა ხერხით: ცხრილი, სქემა, გრაფიკი... ·        
  უცნობი სიდიდის გამოსახვა ცვლადის საშუალებით. ·        
  ალგებრული გამოსახულებების გამოყენება მათემატიკური ამოცანებისა და რეალური ვითარებების წარმოდგენისა და განზოგადებისათვის; ·        
  რიცხვითი თვისებების გამოიყენება გამოთვლების გასამარტივებლად; ·        
  ყოველდღიურ ცხოვრებაში წამოჭრილი ამოცანების  ამოხსნა განტოლებებისა და უტოლობების გამოყენებით. ·        
  სტანდარტული ერთეული დააკავშიროს სხვადასხვა სიდიდეს მახასიათებლის მიხედვით. ·        
  იმსჯელოს, გააანალიზოს, გაზომვის შედეგად მიღებული სიდიდის, მოვლენის რაოდენობრივ მახასიათებლებსა და შესაბამის ერთეულებზე. ·        
  იმსჯელოს, გაზომვის შედეგების სანდოობაზე. გაიაზროს, რომ გაზომვის შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაშია სანდო, თუ გაზომვა სტანდარტული ერთეულებით და სტანდარტული ხელსაწყოებით ხორციელდება.  | 
 ||
| 
   რეკომენდაციები მოსწავლეს  | 
  
   იმისათვის, რომ გამარტივდეს დავალების შესრულება შენ უნდა იცოდე: Ø 
  რა არის ცვლადი და რას შეიძლება აღნიშნავდეს Ø 
  რას ეწოდება რიცხვითი გამოსახულება? ასოითი(ალგებრული) Ø 
  რას არის განტოლება Ø 
  რა განსხვავებაა ასოით გამოსახულებასა და რიცხვით გამოსახულებას შორის Ø 
  რა განსხვავებაა ასოით გამოსახულებასა და განტოლებას შორის ამოცანების ამოხსნა, განტოლებები  | 
 ||
| 
   სამიზნე ცნება:  ალგებრული გამოსახულება, განტოლებები, უტოლობები; ზომა და ზომის ერთეულები „მცირე მეწარმის ამოცანა“  | 
 |
| 
   აბსტრაქტული დონე  მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის არსი / არსობრივი მახასიათებლები, რაც მას ამ ცოდნის განზოგადებისა  და მისი დეკონტექსტუალიზების/სხვა მსგავს მაგალითებთან შედარების საშუალებას აძლევს. უკავშირებს განსახილველ საკითხს საკუთარ პირად გამოცდილებას.  | 
  
   Ø 
  მოსწავლემ სრულფასოვნად შეასრულა დავალება Ø 
  მოსწავლეს შეუძლია   მოიფიქროს საყოფაცხოვრებო სიტუაციის ამსახველი ანალოგიური ტიპის  ისეთი ამოცანა, რომლის ამოსახსნელადაც მას დაჭირდება განტოლების შედგენა. Ø  მოსწავლეს  შეუძლია საკითხის განზოგადება იგივე საგანში ან იდეების დაკავშირება ახალ სფეროსთან/დისციპლინასთან . განსახილველ საკითხს უკავშირებს საკუთარ გამოცდილებას.  | 
 
| 
   მიმართებითი დონე მოსწავლეს ესმის განსახილველი საკითხის არსი; ხედავს ურთიერთმიმართებებს საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ ერთეულებს შორის.  | 
  
   მოსწავლეს Ø  შემოაქვს ადეკვატური აღნიშვნები Ø  შეუძლია ამოცანის პირობის მიხედვით  ჩაწეროს ასოითი გამოსახულება  Ø  შეუძლია ამოცანის პირობის მიხედვით  ჩაწეროს განტოლება Ø  იპოვა სარეალიზაციოდ გამზადებული თითოეულ ყუთში  კარტოფილის წონა  განტოლების მეშვეობით Ø 
  მოსწავლემ დაადგინა, ეყოფა თუ გიორგის კარტოფილის დარჩენილი რაოდენობა   მეექვსე  ყუთის შევსებისათვის Ø 
  ასაბუთებს მიღებულ შედეგებს  | 
 
| 
   მულტისტრუქტურული დონე  მოსწავლეს  აქვს მხოლოდ რამდენიმე, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.  | 
  
   მოსწავლემ  Ø  ხარვეზით შეადგინა ასოითი გამოსახულება Ø  ამოცანის პირობიდან გამომდინარე მოსწავლემ შეადგინა ასოითი გამოსახულება, თუმცა უჭირს დამოუკიდებლად მისი გამარტივება Ø  ამოცანის პირობიდან გამომდინარე მოსწავლემ შეადგინა განტოლება , თუმცა უჭირს დამოუკიდებლად მისი გამარტივება და ტოლფასი განტოლებით წარმოდგენა. შუალედურ გარდაქმნებს ვერ აკავშირებს ერთმანეთთან და და შესაბამისად ვერ ახერხებს განტოლების ამოხსნას. Ø  მოსწავლეს შეუძლია დადგენა, რამდენი კგ კარტოფილი დარჩა რეალიზაციის გარეშე  | 
 
| 
   უნისტრუქტურული დონე  მოსწავლეს  აქვს მხოლოდ ერთი არასტრუქტურირებული ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.  | 
  
   მოსწავლეს შეუძლია  დადგენა, რამდენი კგ კარტოფილი დარჩა რეალიზაციის გარეშე  | 
 
| 
   პრე-სტრუქტურული დონე მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია.    | 
  
   მოსწავლე ვერ იწყებს მუშაობას  | 
 

No comments:
Post a Comment