Thursday, January 26, 2023

2022-2023 სასწავლო წლის 1 სემესტრის ანგარიში

 

დეხვირის საჯარო სკოლის 2022-2023 წლის პირველი

სემესტრის ანგარიში. პედაგოგი:მადონა ბენდელიანი.

     2022-2023 წელს ვასწავლი მე5,მე6,მე7 ,მე8,მე9 კლასებს.მე5 კლასში ირიცხება 2 მოსწავლე,მე6 კლასში 2მოსწავლე,მე7კლასში 1მოსწავლე,მე8 კლასში 1 მოსწავლე და მე9 კლასში ერთი მოსწავლე.ყველამ დაძლია ესგ-ით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგები.ყველა კლასში ჩატარდა შემაჯამებელი სამუშაოები.განმავითარებელი და განმსაზვრელი შეფასებით მოსწავეებთან მოხდა მათი ანალიზი და უკუკავშირი 

        ხშირად ვატარებდი ტესტირებებს.აქტიურად ვიყენებდი სასკოლო ელექტრონულ პლატფორმას  ,,TEAMSS” სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებისათვის,ეს იქნებოდა საშინაო დავალებები თუ პატარ პატარა პროექტების წარმოდგენა პოვერ პოინტის საშუალებით.ყველა კლასში ჩავატარე ორ- ორი კომპლექსური დავალება.მე9კლასში საკითხზე პროცენტი,ფინანსური მათემატიკა.მე8კლასში ,,სტატისტიკა და მონაცემები“ მარიმ ჩაატარა კვლევები ,,ინტერნეტი საფრთხე თუ სარგებელი“კითხვარებით,დაახარისხა მონაცემები .ელექტრონულად ააგო დიაგრამები(სვეტოვანი,წრიული)პოვერპოინტის საშუალებით წარმოადგინა კვლევის პრეზენტაცია,გაუკეთა ანალიზი ,დასკვნა და ჩამოაყალიბა პრობლემის გადაჭრის გზები.მე7 კლასში ნინიმ შეასრულა კომპლექსური დავალება ,,მოსწავლეების ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში“შეადგინა კითხვარი.ჩვენი და მეზობელი სკოლის მოსწავლეების გამოკითხვის შემდეგ დაახარისხა მონაცემები ,წარმოადგინა წრიული და სვეტოვანი დიაგრამის სახით,ანალიზი გაუკეთა მონაცემებს, წარმოადგინა პრეზენტაცია,გააკეთა დასკვნა ,დასახა  პრობლემის გადაჭრის გზები.მე6კლასში მოსწავლეების ჩართულობით  ხშირად ვატარებდი პრეზენტაციებს სხვადასხვა საკითხებზე.მოსწავლეები ხშირად იყენებდნენ ინტერნეტს სხვადასხვა საკითხების დასამუშავებლად.ვასწავლე პოვერპოინტის საშუალებით პატარა პროექტების წარმოდგენა,რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის კოლეგებს,რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული გაკვეთილის ერთობლივ დაგეგმვაში.

     მე5 კლაში ინგლისურის პედაგოგ ინგა უგრეხელიძესთან ერთად ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი,,ვისწავლოთ მათემატიკა ინგლისურად“ რომლის მიზანი იყო მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება,რასაც გეგამ და მარიმ წარმატებით გაართვეს თავი.გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა.გაჯერებული იყო როლური თამაშებით.გაკვეთილს ესწრებოდნენ მასწავლებლები, მშობლები.გაკვეთილის ბოლოს მოხდა მოსწავლეების შეფასება, სადაც მშობლებიც იყვნენ ჩართულები.

        ჩვენს სკოლაში ძალიან ხშირად მიმდინარეობს პროექტული სწავლება ,სადაც მოსწავლეები, მასწავლებლები,მშობლები და თემი ერთობლივად ახორციელებენ სასკოლო პროექტებს. ჩვენი სკოლა მონაწილეობს,, ეკოსკოლების’’ პროექტებში,სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა აქტივობები და ჩართულია ყველა საგნის მასწავლებლები.ისინი კომპლექსური დავალებების მეშვეობით მოსწავლეებთან ერთად სწავლობენ ეკოლოგიის სხვადასხვა პრობლემებს და ეძებენ გადაჭრის გზებს.ამ პროექტის ერთერთი აქტივობა იყო ჯანსაღი ცხოვრების წესი.მე7 და მე8 კლასელებმა დაწერეს პროექტი :

     ,,დეხვირელიმზარეულები’’შეადგინეს სალათის მომზადების ხარჯთაღრიცხვა, დათვალეს დანახარჯი,თუ რა ჯდება ჯანსაღი კვება . პრაქტიკულად განახორციელეს აქტივობა.დაამზადეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან სალათი და გაუმასპინძლდნენ მეგობრებს.გაკვეთილის ჩატარებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ხელოვნების მასწავლებელი ციცინო გუგავა,პროექტის ხელმძღვანელი ლამზირა ონიანი,რომელიც ბიოლოგიას და ქიმიას ასწავლის მოსწავლეებს.

        სკოლაში ჩავატარე ტესტირება მათემატიკაში,რომლის მიზანი იყო მოსწავლეების ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარება.შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ ძირითადად მოსწავლეებს უჭირთ ამოცანის პირობის, შინაარსის გაგება და გააზრება. კოლეგებთან ვიმსჯელე ამ საკითხთან დაკავშირებით და დავგეგმეთ პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო აქტივობები. 

       2022 წელს დავადასტურე წამყვანი პედაგოგის კომპენტენცია.ყოველდღიურად ვზრუნავ ჩემი პროფესიული განვითარებისათვის.ვესწრები სხვადასხვა საგნობრივ ტრენინგებს.ვმონაწილეობ USAID-UG-ლიდერი მასწავლებლების პროექტში უკვე 2 წელია.წელს გაკვეთილზე დამესწრო პროექტის წარმომადგენელი ინგა გუგავა,გაკვეთილის შემდეგ ჩვენს შორის შედგა უკუკავშირი.ანალიზი გავუკეთეთ ჩატარებულ გაკვეთილს.პროექტი გრძელდება.ტრენინგების საშუალებით ვეცნობით საგანმანათლებლო სივრცის სიაახლეებს, რომლებსაც შემდეგ ვუზიარებ კოლეგებს. ვაცნობ მათ სხვადასხვა ელექტრონულ რესურსებს,რომლებიც დაეხმარება მათ გაკვეთილის უკეთესად დაგეგმვაში და საინტერესოდ ჩატარებაში.

       განვახორციელე კვლევა ,,როგორ მოვახდინოთ მოსწავლეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა მათემატიკის სწავლების პროცესში  დაწყებით და საბაზო საფეხურზე მრავალკონტიგენტიან და მცირე კონტიგენტიან სკოლებში“კვლევა მიმდინარეობდა ორ სკოლაში.კვლევის დამთავრების შემდეგ ჩავატარე კვლევის პრეზენტაცია კოლეგებთან და ერთობლივად განვახორციელეთ რეფლექსია.

                                                               მათემატიკის პედაგოგი:მადონა ბენდელიანი

No comments:

Post a Comment