როგორ მოვახდინოთ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა მათემატიკის სწავლების პროცესში მრავალკონტიგენტიან და მცირეკონტიგენტიან
სკოლებში.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
სსიპ ქალაქ თბილისის მე11 საჯარო სკოლის და ცაგერის რაიონის
სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი მადონა
ბენდელიანი.
2020-21-22-23 წელი
შესავალი წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს თბილისის
მე11 საჯარო სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. კვლევა ჩატარდა ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებლის მადონა ბენდელიანის მიერ მე-6 და მე-9 კლასებში. კვლევა აანალიზებს: მათემატიკის სწავლების პროცესში დაწყებითი
და
საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ჩართულობის საკითხს. კვლევის მიზანია მათემატიკის გაკვეთილზე მე-6 და მე-9 კლასებში ჩართულობის დაბალი მაჩვენებლის გამომწვევი მიზეზებისა და მათი დაძლევის სხვადასახვა გზების ძიება. ნაშრომში საუბარია მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის დეფიციტზე, რაც უარყოფითად აისახება სწავლა-სწავლების ხარისხზე და მოსწავლეთა ინდივიდუალურ განვითარებაზე. კვლევის უმთავრესი დანიშნულებაა აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენა მცირეკონტიგენტიან
და მრავალკონტიგენტიან კლასებში , მათი გადაჭრის გზების ძიება; შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება. დასკვნით ნაწილში გაიცემა პრაქტიკული რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის. მოხდება მიღწეული შედეგების შეფასება და ანალიზი.
პრობლემის იდენტიფიცირება
სამწუხარო პრაქტიკაა ის, რომ მოსწავლეები, რომლებიც დაბალ კლასებში გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, აქტიურობით და გაკვეთილზე დაგეგმილი აქტივობების შესრულებით, შედარებით მაღალ საფეხურზე გადასვლის შემდეგ, სასწავლო პროცესის მიმართ გარკვეულწილად კარგავენ ინტერესს და საუკეთესო შემთხვევაში ხდებიან მასწავლებლის მიერ მიწოდებული მასალების და ინფორმაციის პასიური მიმღებნი. მოცემული კვლევა სწორედ დაწყებით და საბაზო საფეხურის მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის საკითხს შეისწავლის, ახდენს იმ ფაქტორების იდენტიფიცირებას, რომელთა გამოც ზოგიერთი მოსწავლე ნაკლებად არის ჩართული.
ვინაიდან, სკოლის და მოსწავლის წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული არა მარტო მასწავლებელზე, არამედ მოსწავლეზეც, პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში უწყვეტად ვაკვირდებოდი მოსწავლეთა შესაძლებლობების მოცემულობებს და მათ მიერ მიღწეულ შედეგებს, რაც ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდიოდა. ჩავთვალე, რომ ამ შეუსაბამობის ერთ-ერთი და მთავარი მიზეზი გაკვეთილზე ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი იყო, რადგან მივიჩნევ, რომ მხოლოდ მასწავლებლის მიერ გაკვეთილის კარგად ახსნა, აქტივობების დაგეგმვა არაა საკმარისი სათანადო შედეგების მისაღწევად, თუ ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი სუბიექტი თავად მოსწავლე არ არის სათანადოდ ჩართული და არ აქვს გააზრებული თითოეული გაკვეთილის მნიშვნელობა. სწავლების პროცესში მასწავლებელი აწყდება მოსწავლეთა აქტიურობის კუთხით არსებულ პრობლემას, ეს განსაკუთრებით მწვავედ ჩანს საბაზო საფეხურზე კლასებში. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ კვლევა მნიშვნელოვანი და ღირებულია იმდენად, რამდენადაც ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას, ადგენს პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, აკეთებს ანალიზს და იმუშავებს რეკომენდაციებს, რომელიც სასარგებლოა სხვა მასწავლებლებისთვისაც. რაც დაეხმარებათ მათ სწავლის პროცესში ისეთი მეთოდების და აქტივობების დანერგვაში, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას და უზრუნველყოფს მათი
შესაძლებლობების რეალიზებას.
პრობლემის გამომწვევი მიზეზები
კვლევის დაწყებამდე, მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგად აშკარად დავინახე, რომ რიგი საკითხების სირთულის გამო, დაქვეითდა მოსწავლეების თვითშეფასება და მათი მათემატიკის საგნით დაინტერესება დროის რაღაც ეტაპზე შემცირდა. ამ კატეგორიის მოსწავლეები ფიქრობენ, ,,მათემატიკა ძალიან რთული საგანია და მე ვერ გავქაჩავ“. ამის გამო, უქვეითდებათ მოტივაცია და ერთგვარად კარგავენ ინტერესს ამ საგნის მიმართ. შესაბამისად გაკვეთილზე ჩართულობა უფრო და უფრო მცირდება. აგრეთვე აღმოვაჩინე, რომ გაკვეთილზე ჩართულობა შესუსტდა ძლიერ მოსწავლეთა შორისაც. აუცილებელი გახდა დაუყოვნებელი ზომების მიღება. დავიწყე ფიქრი, რა გამეკეთებინა ამ პრობლემის დასაძლევად.
გადავწყვიტე გამომეკვლია, თუ რა იწვევდა მოტივაციის დასუსტებას. მნიშვნელოვანი იყო დამედგინა რატომ ხდებოდა მოსწავლეთა აქტიურობის შესუსტება, გამერკვია ჩემი მოსწავლეთა ჩართულობასთან დაკავშირებული შეცდომები. პრობლემის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ჩავთვალე, რომ სხვა მოკლევადიანი აქტივობების პარალელურად ჩამეტარებინა კვლევა, რათა აღმოჩენილი მიზეზების გათვალისწინებით, შემემუშავებინა მოსწავლეთა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიები, რომლებიც დამეხმარებოდა ამ პრობლემის ინტერვენციაში. შემდეგ სათანადო ინტერვენციების განხორციელებით, არსებული მდგომარეობის შეცვლა და მოსწავლეებში მათემატიკის საგნისადმი ინტერესის გაღვივება, რაც აუცილებლად აისახებოდა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის ამაღლებაზე. რომ შემდგომში საშუალება მომცემოდა ესგ-თი გათვალისწინებული
მოთხოვნებისთვის მიმეღწია.. დიდკონტიგენტიან კლასებში სხვა პრობლემები აღმოჩნდა
ვიდრე მცირეკონტიგენტიან კლასებში.
ლიტერატურის მიმოხილვა
იმისათვის რომ ჩამეტარებინა კვლევა, მჭირდებოდა საჭირო ცოდნა ამ საკითხის ირგვლივ. გავეცანი შესაბამის ლიტერატურას, დავესწარი ტრენინგებს, გავიარე კონსულტაციები გამოცდილ კოლეგებთან.
საკვლევი თემის არჩევის შემდეგ პირველი, რაც მიზნად დავისახე, იყო ეროვნული სასწავლო გეგმის ძირეული გაანალიზება, რომლის ფუნდამენტური პრინციპია შედეგზე ორიენტირება, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით.
გარდა ეროვნული სასწავლო გეგმისა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გავცნობოდი საერთაშორისო კვლევებს საგანმანათლებლო სტატიებს და მეთოდურ ლიტერატურას, როგორც ბეჭდურ ისე ელექტრონულ ფორმატში.
გავეცანი ,,პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევის მე-2 ნაწილს,“ რომელმაც დიდი ცოდნა შემძინა და დამანახა გზა, რა მეთოდებით და მიდგომებით განმეხორციელებინა კვლევა. გზამკვლევმა შემიქმნა სრულყოფილი წარმოდგენა კვლევის სტრუქტურაზე. შემიქმნა წარმოდგენა ყველა იმ ეტაპზე, რომელიც უნდა გავიარო პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის განხორციელების დროს.
ასევე გავეცანი სოფიკო ლობჟანიძის სტატიას ინტერნეტგაზეთიდან ,,მასწავლებელი“ - „ როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ . ავტორი სტატიაში საუბრობს ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევაზე. ის ხაზს უსვამს, რომ სწორედ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს. მისი საშუალებითაა სწორედ შესაძლებელი პედაგოგიური პრაქტიკის დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრის გზის დასახვა. ვეთანხმები ავტორს, რომ პრაქტიკის კვლევა მარტო სირთულეების გადალახვას არ ისახავს მიზნად, არამედ მისი საშუალებით არის შესაძლებელი ახალი იდეების, ინოვაციების, საკუთარი ძალების - პოტენციალის აღმოჩენა. სტატიაში საუბარია კვლევის ეტაპებზე, რომელიც მკვლევარმა თანმიმდევრულად უნდა გაიაროს, რათა კვლევა წარმატებულად დასრულდეს. სტატიაზე დაყრდნობით გავეცანი კვლევის მეთოდებს : თვისობრივს (დაკვირვება, დიალოგი, სიღრმისეული ინტერვიუ,ფოკუსჯგუფები და ა.შ.) და რაოდენობრივს (მაგ., მასობრივი ზეპირი თუ წერილობითი გამოკითხვა – ანკეტირება) სწორედ ამ მეთოდების ერთობლივი წარმართვით არის შესაძლებელი კვლევის სანდოობისა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
ჩემთვის საინტერესო იყო ლია წულაძის ნაშრომი ,,რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებაში,’’( თბილისი 2008), რომელშიც ავტორი გვაწვდის ინფორმაციას კვლევის რაოდენობრივი მეთოდის მნიშვნელობასა და პრაქტიკულ გამოყენებაზე. მკვლევრისთვის უფრო იოლია თვალყურის მიდევნება, თუ როგორი წარმატებით გაიარა თითოეული ეტაპი და როდის გადაუხვია დაგეგმილი კურსიდან. ვეთანხმები ავტორს, როცა ის ამბობს, რომ რაოდენობრივი მონაცემები, რომელიც რიცხვების სახით გვევლინება, სტატისტიკურად უფრო სანდო და საიმედოა.
ასევე გავეცანი თინათინ ზურაბიშვილის ნაშრომს „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ (თბილისი 2006) . სადაც ავტორი საუბრობს თვისებრივი მეთოდის მნიშვნელობასა და გამოყენებაზე კვლევის პროცესში. თვისობრივი მეთოდების მთავარი ღირებულება, ავტორის აზრით, ისაა, რომ მისი საშუალებით შეგვიძლია დავინახოთ და აღვწეროთ სამყარო კვლევის ობიექტების თვალით.
საინტერესოდ საუბრობს მანანა ბოჭორიშვილი სტატიაში (2014წ 29 აგვისტო).“გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები“ , სადაც ავტორი ხაზგასმით გვეუბნება რომ: ,,რა ბრწყინვალედაც უნდა ასრულებდეს თავის როლს წამყვანი მსახიობი, თუ დანარჩენებმა ცუდად ითამაშეს, სპექტაკლი უფერული გამოვა. სკოლაშიც ასეა: როგორც არ უნდა ხსნიდეს გაკვეთილს მასწავლებელი, თუ მან ვერ შეძლო, მოსწავლეს თავისი როლი შეასრულებინოს, გაკვეთილი უინტერესო იქნება.“
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობს გაზრდისათვის საჭირო რჩევები:
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მონაწილეობა სხვადასხვა დოზითაა შესაძლებელი. ჩართულობის ხარისხის განსაზღვრა მასწავლებელმა უნდა მოახდინოს იმის მიხედვით, თუ რისი მიღწევა სურს გაკვეთილზე. ავტორის აზრით, აუცილებელია ამ დროს მოსწავლეთა მზაობის გათვალისწინება. სტატიაში ავტორი საუბრობს შერი არსტეინის თანამონაწილეობის კიბეზე, რომლის საშუალებითაა შესაძლებელი გაიზომოს მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. კიბეს რვა საფეხური აქვს: (მანიპულაცია, თერაპია, ინფორმირება, კონსულტაცია, მხარდაჭერა, პარტნიორობა , დელეგირება , კონტროლი)
ექსპერტები ამ საფეხურებს 3 დონედ განიხილავენ:
ჩაურთულობის / არმონაწილეობის დონე - მანიპულირება და თერაპია
სიმბოლური ჩართულობის / მონაწილეობის დონე - ინფორმირება, კონსულტაციები, მხარდაჭერა
სრული ჩართულობის / მონაწილეობის დონე - პარტნიორობა, დელეგირება, კონტროლი .
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ავტორი აქტუალურ საკითხად განიხილავს. მისი აზრით, ამ პროცესს სხვადასხვა ფაქტორი აფერხებს.
ბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ე.წ. CLEAR მეთოდი, რომელიც თანამონაწილეობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების დიაგნოსტირებისა და მათ დასაძლევად რეკომენდაციების შემუშავების საშუალებას იძლევა. ამ მეთოდის მიხედვით, მუშაობაში ეფექტურ და აქტიურ მონაწილეობას განსაზღვრავს 5 ფაქტორი:
1. Can do – მონაწილეებს შეუძლიათ მონაწილეობა (აქვთ სათანადო რესურსი, ცოდნა, გამოცდილება,უნარები);
2. Like to –
მონაწილეებს სურთ მონაწილეობა;
3. Enebled
to – არსებობს მონაწილეობის მექანიზმები;
4. Asked to
– ხდება მსმენელთა მობილიზება;
5. Responded
to – არსებობს უკუკავშირი (მოსწავლეები ხედავენ მონაწილეობის შედეგს).
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ თუნდაც ერთი ამ ფაქტორთაგანის არარსებობისას, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მონაწილეობა და ჩართულობა სრულყოფილი ვერ იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გაკვეთილის მართვისას აკონტროლოს აღნიშნული ფაქტორების უზრუნველყოფა გაკვეთილზე მოსწავლეთა წასახალისებლად.
სტატია მნიშვნელოვანია არა მარტო იმ კუთხით, რომ ახდენს ამ ხუთი ფაქტორის იდენტიფიცირებას, არამედ მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც იძლევა რეკომენდაციებს იმ მიზნით, რომ მასწავლებელმა შეძლოს მოსწავლეთა ჩართულობის და მონაწილეობის მიღწევა. სტატია ღირებული და მნიშვნელოვანია მოცემული კვლევისთვის ასევე იმ კუთხით, რომ ყურადღებას ამახვილებს მოტივაციის როლსა და მნიშვნელობაზე, სტატიის თანახმად, მოტივაცია იზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობაა და, პირიქით, იკლებს, როდესაც მიაჩნია, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი შედეგის განსჯა-შეფასებაა; მოტივაცია იზრდება მაშინაც, როდესაც მოსწავლე ხედავს დავალების მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გააგებინოს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება, დაანახვოს კავშირი სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლისგარე ცხოვრებას შორის.
რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა, რომ გაკვეთილის პროცესში მოსწავლის მაღალი ჩართულობა უზრუნველყოს?
წინარე ცოდნა და საჭირო რესურსები ეხმარება მოსწავლეს, ჩაერთოს გაკვეთილში;
მოტივაცია სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლის ჩართულობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია;
სწავლების მეთოდები ის მექანიზმებია, რომლებითაც ხდება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა;
მოსწავლეთა ორგანიზება მოსწავლეთა მობილიზების საშუალებაა;
საკვლევ თემაზე მუშაობის დროს ასევე გავეცანი ინტერნეტგაზეთში ,,მასწავლებელი ჯი“ სტატიას ,,სასწავლო მოტივაციის შიდა ფაქტორები” ( 6 იანვარი 2015წ - თეო ჭყოიძე), სადაც ავტორი საუბრობს მოსწავლეთა მოტივაციასა და მათ ჩართულობაზე სასწავლო პროცესში. ვეთნხმები ავტორს, მოსწავლეთა საჭიროებების და მათი ინტერესების გათვალისწინებით უნდა შევარჩიოთ დავალებები, რათა მოსწავლე სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთს. ავტორის აზრით, მოსწავლე სასწავლო პროცესში აქტიურად რომ ჩაერთოს, დარწმუნებული უნდა იყოს თავის შესაძლებლობებში, ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს დასახული მიზნის მიღწევაში და შედეგიც არ დააყოვნებს.
გავეცანი აგრეთვე ირინა აბულაძის სტატია“მოტივაცია თეორიასა და პრაქტიკაში „ (24ივნისი 2014წ) სადაც საუბარია მასწავლებლისა და მოსწავლეების დამოკიდებულებებზე, როცა მოსწავლეები ხედავენ მასწავლებლის მხრიდან მხარდაჭერას, ყურადღებას და პატივისცემას, ისინი უფრო კარგად სწავლობენ კონკრეტულ საგანს და უფრო აქტიურად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში.
გავეცანი ინტერნეტგაზეთში ,,მასწავლებელი ჯი“ „სწავლის მოტივაცია – თეორია და სტრატეგიები“ -მარიკა სიხარულიძის სტატიას (1 აპრილი 2013წ). განათლების ფსიქოლოგიის სპეციალისტები გვირჩევენ, მეტი ყურადღება მივაქციოთ მოტივაციის ზოგიერთ ფაქტორს. მაგალითად: დადებითი უკუკავშირი- მოსწავლეს მივცეთ მეტი განამავითარებელი შეფასება და ავუხსნათ რა გამოუვიდათ კარგად და არა ცუდად. ყველა შეცდომა თუ წარმატება უნდა შეფასდეს სწავლის განუყოფელ კომპონენტად და განხილულ იყოს არა ნეგატიურ, არამედ დადებითი კუთხით, რომელიც მოსწავლის დაშვებული შეცდომის გამოსწორების საშუალებას მისცემს. შესრულებადი ამოცანების დასახვა-მოსწავლეებს შევურჩიოთ დავალებები მარტივიდან რთულისაკენ მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე. რთული დავალებები, რომლის შესრულება მოსწავლეებს უჭირთ ეს მათ ჩართულობას და მოტივაციას ვნებს.
არჩევანის უფლების მინიჭება- მივცეთ მოსწავლეებს არჩევანის საშუალება თავად აირჩიონ მათთვის სასურველი დავალება, ამით მათ სწავლის პროცესში თანამონაწილეობასა და ჩართულობის შეგრძნებასაც გავუღვივებთ.
კვლევის ძირითად თეორიულ ჩარჩოდ გამოყენებულია მასლოუს პირამიდა, რომლის გამოყენების არსი კვლევაში არის ის, რომ მასწავლებელმა ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის განხორციელების მიზნით უნდა მოახერხოს მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა ამის გაკეთება კი შესაძლებელია მოსწავლეთა მოთხოვნილებების დადგენის საშუალებით. აღნიშნული მოთხოვნილებების იდენტიფიცირების შემდეგ მან უნდა შეძლოს ისეთი სტრატეგიების და აქტივობების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების მოტივაციის ზრდას და მათ ჩართვას სწავლა-სწავლების პროცესში.
წარმატებული მასწავლებლის მიზანია, სასწავლო პროცესის ისე დაგეგმვა, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული ყოველი მოსწავლე საგავეთილო აქტივობებში, რათა სწავლის პროცესი იყოს ნაყოფიერი. ამისათვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელი ითვალისწინებდეს თითოეული მოსწავლის ინტერესებს, შეასძლებლობებს და საჭიროებებს და გაკვეთილი ისე დაგეგმოს, რომ თითოეული აქტივობა საინტერესო იყოს მოსწავლისთვის.
საკლასო მენეჯმენტის მნიშვნელოვანი მიზანია ღირებულ და ადეკვატურ აქტივობებში მოსწავლეების აქტიური ჩართვა. ჩავრთოთ მოსწავლეები სწავლაში და დავრწმუნდებით, რომ თითოეულმა მოსწავლემ იცის როგორ მიიღოს მონაწილეობა საკლასო აქტივობაში. ასევე დავეხმაროთ მოსწავლეებს საკუთარი თავის უკეთ მართვაში. თვითკონტროლით მოსწავლეები პასუხისმგებლობის დემონსტრირებას ახდენენ. მოსწავლეები თვითკონტროლს არჩევანის გაკეთებით და ამ არჩევანის შედეგებთან გამკლავებით, მასწავლებლებსა და თანაკლასელებთან ნდობის დამყარებით სწავლობენ. თვითმენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობა ბევრ დროს მოითხოვს, მაგრამ მოსწავლეთათვის იმის სწავლება, როგორ იკისრონ პასუხისმგებლობა, გარჯად ღირს. ეფექტური მასწავლებლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციებია: სწავლების მეთოდების სწორად შერჩევა და გამოყენება, სასწავლო გეგმების მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე და კლასის ეფექტურად მართვა.
რატომ უნდა დავგეგმოთ გაკვეთილი?
გაკვეთილის სწორად დაგეგმვა შედეგზე გასვლის წინაპირობაა. არაერთი კვლევა ჩატარებულა და ლიტერატურა შექმნილა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს გაკვეთილი, რა სარგებლობასთან და სირთულეებთან არის გაკვეთილის დაგეგმვა დაკავშირებული და ზოგადად, რატომ უნდა დავგეგმოთ გაკვეთილი. გაკვეთილის გეგმა ეხმარება მასწავლებელს წინასწარ გაიაზროს გაკვეთილი, გადაჭრას შესაძლო სირთულეები, მოამზადოს გაკვეთილის სტრუქტურა და შექმნას ერთგვარი „რუქა“, რომლის საშუალებითაც გზას გაიკვლევს. გარდა ამისა, გაკვეთილის გეგმა მასწავლებელს საშუალებას აძლევს მუდმივი ჩანაწერი აწარმოოს იმის შესახებ, თუ რა ასწავლა მოსწავლეებს (Richards 1998). პურგასონის მოსაზრებით , გაკვეთილის დაგეგმვას შემდეგი უპირატესობები გააჩნია:
• გაკვეთილის გეგმა პედაგოგს ეხმარება უკეთ იფიქროს გაკვეთილის შინაარსზე, საჭირო მასალებზე, მიმდინარეობაზე, დროის მენეჯმენტსა და აქტივობებზე;
• კლასში მოულოდნელი ატმოსფეროს შექმნისას მასწავლებელს გეგმა ეხმარება, რომ დაიცვას ბალანსი;
• გაკვეთილის გეგმა წარმოადგენს თანმიმდევრულ ჩანაწერს იმის შესახებ, თუ რა ვასწავლეთ მოსწავლეებს;
• შემცვლელ პედაგოგს გეგმა ეხმარება გაკვეთილის კარგად ჩატარებაში, როცა ძირითად პედაგოგს არ შეუძლია გაკვეთილზე შესვლა.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ პედაგოგმა შეიძლება გადაუხვიოს წინასწარ დაწერილ გაკვეთილის გეგმას ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა:
• გაკვეთილზე (მასწავლებლისა თუ მოსწავლის მიერ) წამოჭრილი დაუგეგმავი საკითხი, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში განხილვას საჭიროებს;
• როცა პედაგოგი აღმოაჩენს, რომ მის მიერ შედგენილი გეგმა არ აკმაყოფილებს თითოეული მოსწავლის, როგორც ინდივიდუალური მსწავლელი ტიპის საჭიროებებს;
• როცა მოსწავლეთა დიდი ნაწილი ვერ ერთვება საგაკვეთილო პროცესში;
• მასწავლებელს სურს, რომ გაააქტიუროს პასიური მოსწავლეები და შეასუსტოს აქტიური მოსწავლეების დომინირება ეს ყოველივე ადასტურებს იმას, რომ მასწავლებლის მიერ გადაწყვეტილების მიღება დინამიური პროცესია, რომელიც მოიცავს არჩევანის გაკეთებას გაკვეთილამდე, გაკვეთილის მსვლელობისას და გაკვეთილის შემდგომ.
2.3 როგორ დავგეგმოთ გაკვეთილი?
გაკვეთილის დაგეგმვა პედაგოგებმა უნდა დაიწყონ საჭირო და ნათელი მიზნების დასახვით. მიზნების საშუალებით ვადგენთ - რა უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა, რა აქტივობები უნდა ჩავატაროთ, რაზე უნდა მოხდეს ფოკუსირება და როგორ წარიმართოს გაკვეთილი. ცხადად ჩამოყალიბებული მიზნები მოსწავლეებისთვისაც უკეთესია, რათა იცოდნენ - კონკრეტულად რას მოელიან მათგან პედაგოგები. მიზნების ჩამოყალიბების შემდეგ, პედაგოგები წყვეტენ, რა აქტივობები უნდა ჩაატარონ, რათა წარმატებით მიაღწიონ დასახულ მიზნებს. ჰანთერი და რასელი (1977) დაგეგმვის შემდეგ მოდელს გვთავაზობენ:
1. პერსპექტივა / გახსნა - მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: რა ვისწავლეთ წინა გაკვეთილზე? რა აქტივობები ჩავატარეთ? შემდეგ იგი ახალი გაკვეთილის მოკლე მიმოხილვას აკეთებს.
2. სტიმულირება- პედაგოგი სვამს კითხვას, რათა დააფიქროს დაგეგმილ აქტივობაზე; ეხმარება, რომ აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებმა საკუთარ ცხოვრებას/გამოცდილებას დაუკავშირონ; იყენებს რაღაცას ისეთს, რასაც შეუძლია მათი ყურადღების მიპყრობა, მაგალითად: ანეკდოტს, სურათს, სიმღერას, და ა.შ; იწყებს აქტივობას.
3. ინსტრუქცია/მონაწილეობა
4. დასასრული - ამ ფაზაში პედაგოგი ამოწმებს - რა ისწავლეს მოსწავლეებმა და სამომავლო გაკვეთილების შესახებ მოკლედ საუბრობს.
5. დამატებითი ეტაპი - გაკვეთილის ბოლოს პედაგოგი დამატებით აქტივობებს იყენებს, რომ განამტკიცოს მოსწავლეებისთვის გადაცემული ცოდნა და/ან მიაწოდოს ახალი ინფორმაცია.ფარელი (2002) ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები ყველა მათგანისთვის გამოსადეგი ვერ იქნება, რადგან ყველა მასწავლებელს ინდივიდუალური სწავლების სტილი აქვს. ამიტომ პედაგოგები უნდა იყვნენ მოქნილნი გაკვეთილის დაგეგმვისას.
არ არსებობს გაკვეთილის გეგმის იდეალური ფორმატი, თუმცა რეკომენდებულია, რომ იგი შემდეგ კომპონენტებს მოიცავდეს
არ არსებობს გაკვეთილის გეგმის იდეალური ფორმატი, თუმცა რეკომენდებულია, რომ იგი შემდეგ კომპონენტებს მოიცავდეს
1) მიზნები - გაკვეთილის ხერხემალი! რომელიც გვიჩვენებს - რა უნდა მიიღონ/ისწავლონ მოსწავლეებმა გაკვეთილიდან. მიზნები შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც ფრაზებად, ისე კითხვებად. მთავარ მიზანს კი შესაძლოა ჰქონდეს ქვემიზნები.
2) მოტივაცია - გაკვეთილის დაგეგმვისას პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მოტივაციის ფორმები: შინაგანი მოტივაცია გულისხმობს მოსწავლეში უკვე არსებული ინტერესის გაძლიერებას. პედაგოგი ისე წარმართავს გაკვეთილს, რომ მოსწავლეებს გაკვეთილში მონაწილეობის სურვილი აღეძრათ: მიმართავს სიურპრიზის ეფექტს, ეჭვს ან დილემას; იყენებს თვალსაჩინოებებს, ფოტოებს, დიაგრამებს; წამოჭრის პრობლემას; გაკვეთილის თემას უკავშირებს მოსწავლეთა პირად გამოცდილებას; ატარებს თამაშებს, შეჯიბრებს და სხვა. გარეგანი მოტივაციის გასაძლიერებლად ორნსტეინი პედაგოგებს ურჩევს გამოიყენონ:
• ნათელი მითითებები (მოსწავლეებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რას ელიან მათგან);
• კონკრეტული დრო კონკრეტული დავალებისთვის;
• კოგნიტური გამოწვევები (არც უნდა აღემატებოდეს მათ უნარებს და არც ძალიან ჩამორჩებოდეს);
• სწრაფი უკუკავშირი (უკუკავშირი მოსწავლის აქტივობაზე);
• ხშირი ჯილდოები (ხშირად დაწესებული უმნიშვნელო ჯილდოები გაცილებით ეფექტურია, ვიდრე იშვიათი და მნიშნელოვანი);
• მაღალი მოლოდინები (მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე, რომლისგანაც ელიან, რომ კარგად ისწავლის, მართლაც უკეთ სწავლობს, ვიდრე ის, ვისგანაც არელიან კარგად მეცადინეობას)
3) განვითარება - იგივეა, რაც გაკვეთილის მონახაზი, რომელიც თემებისა და ქვეთემებისგან, ცენტრალური კითხვებისგან და/ან აქტივობებისგან შედგება
4) მეთოდები - ერთი და იმავე მეთოდებისგან შემდგარი სასწავლო პროცესი მოსაწყენი ხდება არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ თავად პედაგოგებისთვისაც. სწორედ ამიტომ ორნსტეინი (1997) პედაგოგებს ურჩევს: ხშირად მიმართონ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები მიღებულ ცოდნას საკუთარ ცხოვრებას დაუკავშირებენ; დასვან კითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჯგუფური დისკუსიის უნარისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას; მიმართონ დემონსტრაციებს, ექსპერიმენტებს, რომლის დროსაც მოსწავლეები შეაგროვებენ მონაცემებს, გაზომავენ, დააკვირდებიან და სხვა.
5) მასალები და მედია - მასალები ხშირად ინტერესს ჰმატებენ გაკვეთილს. შესაძლებელია ვიზუალური, საკითხავი, აუდიო, კონსტრუქციული მასალების გამოყენება (Ornstein 1997).
6) შეჯამება - ორნსტეინი (1997) პედაგოგებს ურჩევს, გაკვეთილის ბოლოს მოკლე მიმოხილვა გააკეთონ, რომლის დროსაც შეჯამდება ყველაზე მნიშნელოვანი ან რთული/ბუნდოვანი საკითხები: პედაგოგმა შეიძლება დასვას რამდენიმე პროვოკაციული შეკითხვა; სთხოვოს მოსწავლეებს, რომ ახლად ახსნილი მასალა შეადარონ განვლილს; დაფაზე ჩამოწეროს შემაჯამებელი საკითხები და სხვა.
7) დავალებები,
• უნდა იყოს საინტერესო;
• უნდა მოიცავდეს გარკვეულ პრობლემას;
• უნდა მოითხოვდეს ადრე ნასწავლი ცოდნის გამოყენებას;
• ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში გამოხატვის, კითხვის, წერის და სხვა მნიშენლოვანი უნარების განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ კვლევის თანმდევი ინტერვენციების განხორციელების პროცესში აქტიურად დავნერგე ეს თეორიული მიდგომები პრაქტიკაში, რაც დამეხმარა როგორც მე, ასევე მოსწ ლიტერატურის გაცნობის შემდეგ, რასაც წინ უძღვოდა მეთოდოლოგიური ტრენინგები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გაცნობის შესახებ, რამაც დიდი როლი ითამაშა კვლევის წარმოებაში, გავეცანი ეფექტური მართვის სხვადასხვა საშუალებებს და მასწავლებელთა ხედვას მასწავლებელზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სხვადასხვა ასპექტზე კლასის მართვის საკითხებში.
საკვლევ კითხვებზე პასუხის გასაცემად და მონაცემთა შეგროვებისათვის გამოვიყენე კვლევის როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი მეთოდები.
დაკვირვება, ფოკუს-ჯგუფი,ინტერვიუ,ანკეტირება.
კვლევის ჩატარების მიზნით, გადავწყვიტე, რომ 2020 წლის ნოემბრის თვის მთელი სასწავლო კვირების განმავლობაში თვისობრივი მეთოდის გამოყენებით მეწარმოებინა აღწერითი დაკვირვება. შენიშვნები სისტემატურად შემქონდა კვლევის დღიურში. კონკრეტულად ეს შეეხებოდა მოსწავლეთა ჩართულობას მათემატიკის გაკვეთილზე. აღნიშნული მეთოდის არჩევა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს მეთოდი საშუალებას მომცემდა ზუსტად და ნათლად გამომევლინა პრობლემა, მისი გამომწვევი მიზეზები, რომლის კვლევასაც დავიწყებდი. დიაგნოსტიკური კვლევისათვის ავირჩიე რაოდენობრივი კვლევის მეთოდი და ვაწარმოე ანკეტური გამოკითხვა მოსწავლეებში. ეს მნიშვნელოვნად ჩავთვალე იმიტომ, რომ არა მარტო ჩემი, როგორც მასწავლებლის, დაკვირვება, არამედ მოსწავლის თვალით დანახული პრობლემა და მისი გამომწვევი მიზეზის დასახელება, მათი მხრიდან იქნებოდა მნიშვნელოვანი, რაც საკვლევი თემის არჩევის უტყუარობას და რეალობას დამანახებდა. ანკეტირებისათვის გამოვიყენე დახურული შეკითხვები . დახურული კითხვები მოიცავდა ორ სავარაუდო პასუხს: ,,კი’’, ,,არა’’.
გარდა ზემოაღნიშნულისა, იმის დასადგენად, აწყდებიან თუ არა ჩემი კოლეგები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის პრობლემას, თვისობრივი კვლევის მეთოდის გამოყენებით (ფოკუსირებული დაკვირვება) დავგეგმე ფოკუს-ჯგუფი მე-6 და მე-9 კლასის სხვა საგნების მასწავლებლებთან. ჯგუფური ინტერვიუ ჩატარდა წინასწარ შერჩეული კითხვების მიხედვით. ანკეტირების მეთოდი, და სიღრმისეული ინტერვიუები. ქვემოთ ცალ-ცალკეა განხილული თითოეული მათგანის გამოყენების შედეგად მოპოვებული მონაცემების ანალიზი და მათი კავშირი საკვლევ თემასთან.
კვლევის ეტაპების აღწერა
პრაქტიკული კვლევის პირველ ეტაპზე ჩემს მიერ წარმოჩენილი პრობლემის და ამ პრობლემის გადასაჭრელად გზების ძიების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე დაწყებით და საბაზო საფეხურის კოლეგებს. თანამშრომლების მხრიდან მზაობა, პრობლემისადმი დიდი ინტერესი და სრული თანადგომა ვიგრძენი. წამოჭრილი პრობლემა ძალზედ აქტუალური აღმოჩნდა მეტად გასათვალისწინებელია მოსწავლეთა ინტერესები, მათი ჩართულობა სხვადასხვა კუთხით. თვისებრივი კვლევის მეთოდის გამოყენებით გამოვიკვლიე დაწყებით და საბაზო საფეხურის მოსწავლეებში ინტერესის სფეროში არსებული პრობლემის ხელშემწყობი და პრობლემური საკითხები. გამოცდილების გაზიარების და მათგან დახმარების მიზნით ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩატარდა 4 მასწავლებელთან, რომლებიც განსაკუთრებით გამოხატავდნენ მზაობას. ფოკუს ჯგუფისთვის და ინტერვიუსათვის წინასწარ მქონდა შემუშავებული სტრუქტუირებული კითხვარები. ფოკუს ჯგუფის, ინტერვიუს ძირითადი კითხვები და კითხვარი ფოკუსირებული იყო შემდეგ თემებზე:
რა ძირითადი ფაქტორები იწვევენ მოსწავლეთა დაბალ ჩართულობას მათემატიკის გაკვეთილზე?
როგორ ჩავრთო მოსწავლეები აქტიურად სწავლა-სწავლების პროცესში?
აქტივობების დაგეგმვისას ვითვალისწინებ თუ არა მოსწავლეთა საჭიროებებს, შესაძლებლობებსა და ინტერესებს?
რომელი სტრატეგიები დამეხმარება იმაში, რომ მოსწავლეთათვის მათემატიკის გაკვეთილი გახდეს უფრო საინტერესო?
როგორ ავამაღლო მოსწავლეთა მოტივაცია?
როგორ გავაუმჯობესო მოსწავლეების დამოკიდებულება გაკვეთილის და მასწავლებელთა პოტენციალის მიმართ?
როგორ გავაუმჯობესო მათი მზაობა და მოლოდინები გაკვეთილის მსვლელობისას?
როგორ დავადგინო მოსწავლეთა მხრიდან პრობლემის გამომწვევი მიზეზები?
როგორ დავადგინო მოსწავლეთა პრიორიტეტები?
შემდეგ ეტაპზე ჩამოვაყალიბე კვლევის სტრატეგიები რომლის გამოყენებაც ეფექტურად მივიჩნიე:
ზემოთხსენებულ კვლევის თემაზე მოძიებული ლიტერატურის ანალიზი;
მასწავლებლის და მოსწავლეთა კითხვარები;
მასწავლებლებთან თანამშრომლობა, მათი დასწრება უშუალოდ ჩემს გაკვეთილებზე პრობლემის მიზეზების დასადგენად, დაკვირვების წარმოება და უკუკავშირი;
ფოკუს ჯგუფი მოსწავლეებთან, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა და განხორციელდა ინტერვენციები/რეკომენდაციები;
0 ჩაღრმავებული ინტერვიუ ორ კოლეგასთან-გამოცდილების გაზიარების და დახმარების მიზნით;
პირველ ეტაპზე განვახორციელე დაკვირვება ( თვისობრივი კვლევა) სამიზნე ჯგუფის ყველა მოსწავლეზე, რათა დამედგინა მოსწავლეებში მათემატიკის გაკვეთლზე მოსწავლეთა ჩართულობასთან დაკავშრებული პრობლემები, ყურადღება გავამახვილე იმ მოსწავლეებზე, რომელთაც განსაკუთრების აღენიშნებოდა ზემოხსენებული პრობლემები.
აღწერითმა დაკვირვებამ მიჩვენა, რომ მართალია ხშირად ვიყენებ სხვადასხვა აქტივობებს, ჯგუფურ მუშაობას მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართვისათვის, ვითვალისწინებ მოსწავლეთა საჭიროებებს და მოთხოვნებს, ვაძლევ შესასრულებელი დავალების მკაფიო ინსტრუქციას, მათგან ვისმენ უკუკავშირს, მაგრამ ჩანს, რომ ეს ძალისხმევა არასაკმარისია და ამ აქტივობების გამოყენება ნაწილობრივ არაეფექტურია. აღმოჩნდა, რომ კლასში არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც მასალის სირთულის გამო უჭირთ სწავლის მომდევნო ეტაპებზე გადასვლა, ჯგუფური მუშაობის დროს კი სხვებზე ცდილობენ დავალების შესრულების მინდობას და თითონ არ ავლენენ ინიციატივას. ზოგი მოსწავლე თავად ცდილობს პასუხისმგებლობის აღებას და სხვის აზრს არ ითვალისწინებს.
ანკეტირების მეთოდი კვლევის რაოდენობრივ ნაწილში იქნა გამოყენებული, შესაბამისად ამ ნაწილში წარმოდგენილია საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან ჩატარებული ანკეტირების შედეგები. შერჩევაში მოხვდა საბაზო საფეხურის(მე-9 კლასი) 25 და დაწყებითი საფეხურის(მე-6 კლასი) 25 მოსწავლე. გამოკითხულ მოსწავლეებს ვთხოვე დაეფიქსირებინათ მათი აზრი მათემატიკის სწავლების სხვადასხვა ასპექტზე.
ზოგადი ანალიზის გაკეთების მიზნით, მოსწავლეებს ასევე ვთხოვე დაესახელებინათ მათი საყვარელი საგანი, გამოკითხულთაგან მხოლოდ 7-მა მოსწავლემ დაასახელა მათემატიკა მის საყვარელ საგნად
დაასახელეთ თქვენი საყვარელი საგანი
იმის გასარკვევად, ეადვილებათ თუ არა მოსწავლეებს ჩემს მიერ ახსნილი მასალა, მიწოდებულ კითხვებზე ასეთი შედეგი მივიღე:
კი 10
არა 40
მარტივად ხსნის თუ არა მასწავლებელი
სასწავლო მასალას?
გამომდინარე იქიდან, რომ მოსწავლეები რიგ შემთხვევაში მოუმზადებელი მოდიან გაკვეთილზე, კვლევის ფარგლებში ასევე დავინტერესდი იმ მიზეზებით, რაც განაპირობებს აღნიშნულ გარემოებას, კითხვაზე ,,იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ გაკვეთილისთვის მომზადებას, რა არის ამის მიზეზი?’’ მოსწავლეებმა შემდეგი ფაქტორები გამოკვეთეს: 14
იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ გაკვეთილისთვის მომზადებას, რა არის ამის მიზეზი
ჩემთვის რთულია ახალი მასალა
13
მასალა არ არის საინტერესო
15
არ მრჩება დრო დავალებისთვის
6
გამოკითხვის მეთოდი არ არის საინტერესო
14
სხვა 2
იმის დადგენის მიზნით, თუ რა არის მოსწავლეებისთვის მათემატიკის სწავლის პროცესში მთავარი მოტივატორი მათ უპასუხეს შემდეგ კითხვას: რა არის თქვენთვის მთავარი მოტივაცია მატემატიკის სწავლების პროცესში? შედეგად მოსწავლეების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ საერთოდ არაა მოტივირებული.
რა არის თქვენი მოტივატორი მათემატიკის გაკვეთილზე ?
ამოცანის საბოლოო შედეგზე გასვლა
12
მასწავლებლის მიერ განხორციელებული აქტივობები
10
შესასწავლი მასალის ინტერესი
9
სხვა 1
არ ვარ მოტივირებული
18
კვლევის ფარგლებში და შემდგომი ინტერვენციების დაგეგმვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის განსაზღვრა რამდენად მისაღებია მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესში გამოყენებული აქტივობები, ამ საკითხის ირგვლივ დასმულ კითხვაზე ასეთი სურათი მივიღე: 15
მოგწონს თუ არა ის მეთოდები, რომელსაც იყენებს მასწავლებელი მათემატიკის გაკვეთილზე?
კი 17
არა 33
ინტერვენვენციების დაგეგმის მიზნით, ასევე დავინტერესდი იმით, თუ რა აქტივობების განხორციელებით გახდებოდა მათემატიკის სწავლა მათთვის უფრო საინტერესო, კითხვაზე რას შეცვლიდნენ მათემატიკის სწავლების პროცესში გამოკითხული მოსწავლეების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ დაამატებდა საინტერესო აქტივობებს, თუმცა მცირედით განსხვავდება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების მსურველებს რაოდენობა
1რატომ არის მათემატიკის შესწავლა მნიშვნელოვანი?
მათემატიკა გვეხმარება ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში
11
მათემატიკა კავშირშია სხვა საგნებთან 12
მათემატიკის გარეშე წარმოუდგენელია სამყაროს შეცნობა
20
მათემატიკა მეცნიერების დედოფალია
17
ფოკუს ჯგუფის მიზანს წარმოადგენდა იმის განსაზღვრა, თუ როგორია მათი ხედვა მასწავლებელზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სხვადასხვა ასპექტზე კლასის მართვის საკითხებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსწავლეთა დაბალი აქტიურობის პრობლემას. ფოკუს ჯგუფის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ საკმარისად ვერ ვითვალისწინებდი მოსწავლეთა ინტერესებს და შესაძლებლობებს; ასევე არ ვახდენდი გაკვეთილის გამდიდრებას ახალი, თანამედროვე აქტივობებით(თანამედროვე მოზარდებს ხომ ბევრად დიდი მოთხოვნები აქვთ)
ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება
კვლევის შედეგების ანალიზმა ნათლად დამანახა, ჩემს მიერ გამოყენებული მიდგომების და სტრატეგიბის გადახარისხების აუცლებლობა.
ინტერვენციისთვის დავიწყე გაკვეთილის დაგეგმვა სწავლების განსხვავებული სტრატეგიებისა თუ მიდგომების გამოყენებით. მიზნების ფორმულირება მოვახდინე მოსწავლეთა პერსპექტივიდან. შევეცადე გამეზიარებინა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ძირითადი პრინციპები. აქცენტი გავაკეთე თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ აქტივობებზე, თანამშრომლობით სწავლებაზე. პროექტებით სწავლებაზე. მე-9კლასში გამოვიყენე პროექტით სწავლების მეთოდი. მოსწავლეება მონაწილეობა მიიღეს მასალის შერჩევაში. კერძოდ, მათ მივაწოდე ორი პროექტი და ვთხოვე აერჩიათ მათთვის
უფრო საინტერესო. თვითონ შეარჩიეს პროექტის შესრულების ვადები, შეფასების რუბრიკებიც მოსწავლეებთან ერთად შევადგინეთ. რა თქმა უნდა პროექტის ფორმატი შეთანხმებული იყო. ვინაიდან თემაც, შესრულების ვადებიც და შეფასების რუბრიკებიც მათი არჩეული იყო, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს, ამიტომ ყველა აქტიურად ჩაერთო პროექტზე მუშაობაში. იყო შეკითხვები, ახალი იდეები, აზრების გაზიარება. მე ვასრულებდი ფასილიტატორის როლს. პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა, შეფასებებით კმაყოფილი იყო ყველა.
მე-6 კლასელებთან გამოვიყენე ინოვაციური გაკვთილის ტიპი, კერძოდ ,,შებრუნებული გაკვეთილი“, რაც შემდეგში მდგომარეოდა: წინა დღით მოსწავლეებს ინტერნეტით მივაწოდე დამხმარე რესურსი ვიდეოგაკვეთილის სახით და კორნელის გრაფა. მივეცი მითითება, რომ ყურადღებით გაცნობოდნენ გადაგზავნილ ფაილს, მითითებული ინსტრუქციების შესაბამისად შეევსოთ კორნელის გრაფა. შესრულებული სამუშაო უნდა მოეტანოთ შემდეგ გაკვეთილზე და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ მიღებული ცოდნა. ამ დროს მოსწავლეები გაკვეთილის გამოწვევისა და წვდომის ფაზებს სახლში გადიან. ვიდეოგაკვეთილი მოსწავლეს დახმარებას გაუწევს თავად შეიმეცნოს ახალი მასალა სახლში მუშაობის პროცესში. მას საშუალება ეძლევა ვიდეოს მოუსმინოს იმდენჯერ რამდენიც საჭიროა მისთვის ინფორმაციის გასაგებად, გასაანალიზებლად და სამუშაოს სწორად შესასრულებლად. ამ დროს სწავლების პროცესში შეიძლება ჩაერთოს მშობელიც. რეფლექსიის ფაზა კი გრძელდება საკლასო ოთახში, გაკვეთილზე წარმოდგენილი აქტივობების საშუალებით. მოსწავლეებისთვის მასალის სულ სხვა კუთხით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიწოდებამ დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. იყო გაუგებარი შეკითხვები, რომლებზე პასუხი, გაკვეთილზე განხორციელებული აქტივობის შემდეგ, თავადვე გასცეს.
ინტერვენციების შეფასება
ასეთი ტექნიკით გაკვეთილები ჩავატარე რამდენიმე თვის მანძილზე გარკვეული ინტერვალებით. ვაწარმოებდი დაკვირვების დღიურს. კიდევ ერთხელ გამოვიყენე იგივე კითხვარი, რაც კვლევის დასაწყისში, იმის დასადგენად თუ რამდენად ეფექტური გამოდგა ჩემი სტრატეგიები და შეიცვალა თუ არა სურათი. შედეგი ასეთი მივიღე:
მოგწონს თუ არა ის მეთოდები, რომელსაც იყენებს მასწავლებელი მათემატიკის გაკვეთილზე?
კი 50
არა 0
მარტივად ხსნის თუ არა მასწავლებელი
სასწავლო მასალას?
კი 47
არა 3
რა არის თქვენი მოტივატორი მათემატიკის გაკვეთილზე ?
ამოცანის საბოლოო შედეგზე გასვლა
12
მასწავლებლის მიერ განხორციელებული აქტივობები
20
შესასწავლი მასალის ინტერესი
17
არ ვარ მოტივირებული
0
დაასახელეთ თქვენი საყვარელი საგანი
ნათლად ჩანს, რომ ინტერვენციის შემდგომი შედეგები ძალიან განსხვავდება კვლევის დასაწყისში მიღებული შედეგებისგან. მოსწავლეთა დამოკიდებულება და ხედვა შეიცვალა შემდეგი მიმართულებებით:
მათემატიკა არც ისეთი რთული ყოფილა!
მათემატიკა უფრო შემიყვარდა!
მათემატიკა საინტერესო გახდა!
რაც შეეხება მცირე კონტიგენტიან კლასებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ
ასეთ კლასებში სულ სხვა პრობლემაა.ძირითადად კლასებში არის ერთი ან ორი მოსწავლე.მასწავლებელს
უწევს ინდივიდუალურად მუშაობა თითოეულ მოსწავლესთან.გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა რომ
მოსწავლეებს სურვილი აქვთ ყავდეთ თანაკლასელები რომლებთანაც იმსჯელებენ,აზრებს გაუცვლიან
ერთმანეთს ექნებათ ჯანსაღი კონკურენცია.ამ პრობლემის მოსაგვარებლად ზოგჯერ რამდენიმე
კლასის მოსწავლეს ვაერთიანებ და ერთი საკითხის გარშემო ვატარებ გაკვეთილს.მოსწავლეები
თავისი ცოდნის შესაბამისად პასუხობენ და უზიარებენ აზრებს ერთმანეთს.შემაქვს ისეთი
აქტივობები, რომ ერთდროულად საინტერესო
იყოს ყველა მოსწავლისთვის,ერთად გეგმავენ რაიმე პროექტს და წარმოადგენენ პრეზენტაციის
სახით თავიანთი ხედვის მიხედვით.თვითონ არიან ჩართულები ტესტების შედგენაში,ხშირად
საკითხის განსამტკიცებლად უყურებენ ტელე-სკოლის გაკვეთილებს რადგანაც თვითონ არიან
ჩართულები ინფორმაციის მოძიების,პრეზენტაციების წარმოდგენაში სხვადასხა პროექტების
განხორციელებაში მათთვის უფრო საინტერესო ხდება სწავლა-სწავლების პროცესი.
დასკვნა მიღებული მონაცემების საფუძველზე შევძელი გამომეტანა დასკვნა, ჩემს მიერ დაგეგმილი ინტერვენციების ეფექტიანობის შესახებ.
ამრიგად, შეიძლება შევაჯამო: საგაკვეთილო პროცესებში მოსწავლეთა აქტიურად ჩართვას მასწავლებელი მოსწავლეთა დახმარებისა და მონაწილეობის გარეშე ვერ შეძლებს, ამიტომ მან კარგად უნდა შეისწავლოს:
1. მოსწავლეთა შესაძლებლობები, საკითხის ცოდნის რა ეტაპზე არიან ისინი;
2. მოსწავლეთა ინტერესების არეალი;
3. გაუღვივოს პასუხისმგებლობის გრძნობა
4. გაუღვივოს ურთიერთპატივისცემის სურვილი
და მხოლოდ ამის შემდეგ შეეცადოს, აქტიურად ჩააბას მოსწავლეები სწავლის პროცესში დისკუსიის, კითხვარების და სხვადასხვა სახალისო აქტივობის საშუალებით. თავისი ქმედებითა და გაკვეთილის ეფექტური დაგეგმვით მასწავლებელი მუდამ მზად უნდა იყოს ყოველთვის მოახერხოს მოსწავლეთა ყურადღება სამუშაოზე.
ამ ყოველივედან გამომდინარეობს ის, რომ საგაკვეთილო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა ძალისხმევის გამოყენებით უნდა მოხდეს მოსწავლეთა დაინტერესება, ჩართულობა, მაქსიმალურად უნდა იყოს ქცევის წესები
დარეგულირებული, რომ გაკვეთილი ეფექტიანად, შედეგიანად ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებელმა რაც არ უნდა კარგად დაგეგმოს გაკვეთილი, მოსწავლეთა აქტიურობა იქნება დაბალი, მათი ჩართულობა საგაკვეთილო აქტივობებში იქნება სუსტი და შესაბამისად მასწავლებლის მცდელობები შედეგს ვერ გამოიღებს.
პრობლემის კვლევისა და ინტერვენციის განხორციელების სამუშაოებმა, გარდა იმისა, რომ მე შემძინა უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება, ამიმაღლდა მოტივაცია; დიდი სარგებელი მოუტანა მოსწავლეებისაც, მათ მოახდინეს ღირებულებების გადახარისხება, შეიცვალა მათი დამოკიდებულება სწავლება-სწავლის მიმართ, მათში შევნიშნე ისეთი უნარების განვითარება, როგორიცაა: ლოგიკური აზროვნება, ალტერნატივების დანახვა, უცნობის და ახლის გამოცდის სურვილი, ძლიერი წარმოსახვა, ცნობისმოყვარეობა, კამათის, დისკუსიის მოთხოვნილება და ა.შ. გაიზარდა როგორც გარეგანი, ისე შინაგანი მოტივაცია. სარგებლიანი გამოდგა ასევე კოლეგებისათვისაც, ერთმანეთთან თანამშრომლობამ და გამოცდილების გაზიარებამ მანამდე არსებული ბევრი ბუნდოვანი დეტალი ნათელი გახადა; დაგვეხმარა საკუთარი იდეების სტრუქტურირებაში.
რეკომენდაციები
ინტერვენციების შედეგების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე რეკომენდაციები პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა ჩართულობას გაკვეთილზე და მასწავლებლის მიერ დაგეგმილი გაკვეთილით ჩატარებული აქტივობებით შედეგზე გასვლას. წარმატებული დაგეგმვის წინაპირობაა რელევანტური მიზნის დასახვა. მიზნიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაკვეთილის სულ სხვადასხვა სტილით დაგეგმვა. მნიშვნელოვანია ”მოქნილი გეგმის“ შემუშავება, რათა შესაძლებელი გახდეს მისი მოდიფიცირება მოსწავლეების არჩევანის გათვალისწინებით. თუ რა აქტივობებს გამოიყენებს მასწავლებელი გაკვეთილზე, დამოკიდებულია მოსწავლის ასაკზე, აქტივობების სირთულეზე.
მთლიანობაში სწავლის ფილოსოფია უნდა ეყრდნობოდეს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას, მაგალითად, ახალი მასალის ახსნისასაც კი, როცა მასწავლებლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დასანახია, უკეთესია, მივმართოთ ინდუქციას (მასწავლებლის მიერ შერჩეულ მაგალითებზე დაყრდნობით მოსწავლეები თვითონ აკეთებენ დასკვნას) და არა დედუქციას ( მასწავლებლის მიერ მნიშვნელობებისა და წესების ახსნას).
მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ ახალი სასწავლო წლიდან კვლავ გავაგრძელო ამ მიმართულებით მუშაობა, რამეთუ მოსწავლეების აზროვნების არეალი მდიდრდება და შესაბამისად მათი მოთხოვნებიც შესასწავლი საგნის მიმართ იზრდება.
რეფლექსია კვლევის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგები გავუზიარე კოლეგებს პრეზენტაციის სახით, რაც ძალაინ საინტერესო აღმოჩნდა მათთვის. მათ დაადასტურეს, რომ საკვლევი პრობლემა იყო მართლაც აქტუალური. დაინტერესდნენ შედეგებით. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, საინტერესო იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ, რა გზებით თუ სტრატეგიებით არის შესაძლებელი მოსწავლეთა ეფექტურად ჩართვა საგაკვეთილო პროცესში მაღალ კლასებში. მივიღე საინტერესო რჩევები, რასაც გავითვალისწინებ მომავალ საქმიანობაში. კოლეგებმა აღნიშნეს, რომ ჩემს მიერ ჩატარებული ინტერვენციები, რაც გამომდინარეობს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომებიდან აშკარაა და სასურველია ამ მიმართულებით კვლავ გავაგრძელო მუშაობა. მივიღე დადებითი უკუკავშირი. კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებთან დაეხმარება მათ თვითონ აწარმოონ მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის, ასევე შეიმუშაონ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისთვის საჭირო სტრატეგიები. მე, როგორც მკვლევარი პედაგოგი მოხარული ვარ, რომ შევძელი და ვაწარმოე პედაგოგიური კვლევა, რადგან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პრაქტიკული კვლევა მკვლევარს, ამ შემთხვევაში მასწავლებელს ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებაში, უვითარებს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს, იზრდება თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია და ხდება გამოცდილების გაზიარება. მკვლევარი თავად პოულობს პრობლემების გადაჭრის გზებს და ყოველი დაბრკოლების გადალახვა მისი პროფესიული ზრდის წინაპირობა ხდება.
კვლევის მიმდინარეობა
საკვლევი პრობლემის იდენტიფიცირება |
კვლევის დიზაინის შემუშავება |
კითხვარის შედგენა |
კითხვარის პილოტირება |
მოსწავლეების გამოკითხვა |
მოპოვებული მასალის დამუშავება და ანალიზი |
სადისკუსიო გეგმის შედგენა მასწავლებლებისთვის |
მასწავლებლებისთვის შედგენილი სადისკუსიო გეგმის პილოტირება |
მოპოვებული მონაცემების დამუშავება და ანალიზი |
ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება |
ინტერვენციების შეფასება |
ინტერვენციების შემდგომ მოსწავლეთა გამოკითხვა და მოპოვებული მონაცემების ანალიზი |
კვლევის შედეგების გავრცელება |