Monday, November 14, 2022

გაკვეთილის გეგმა მე5 კლასი

 

გაკვეთილის გეგმა

სკოლა:დეხვირის საჯარო სკოლა.

პედაგოგი:მადონა ბენდელიანი.

საფეხური:დაწყებითები.

კლასი:მე-5

თემა:წილადები

მიმართულება:რიცხვები და მოქმედებები

გაკვეთილის მიზანი:წილადის არსის გააზრება,რიცხვის ნაწილის პოვნა,წილადის წარმოდგენა რიცხვით ღერძზე.

წილადის ცოდნის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავება.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განსაზღვრული შედეგი:მათ V2.

1)     მოსწავლეს შეუძლია წილადის წაკითხვა გამოსახვა შეფასება და დალაგება.

2)     კითხულობს და გამოსახავს ჩვეულებრივ და შერეულ წილადებს. უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველს და მნიშვნელს, მთელ და წილად ნაწილებს

3)     გამოსახავს ერთეულის ნაწილებს რიცხვით სხივზე და აღნიშნავს ტოლ ნაწილებს. ითვლის ასეთ ნაწილებს შესაბამისი ბიჯით (მათ შორის ერთეულის გავლით)

4)     ადარებს ორ წილადს, მათ შორის წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით

5)     წერს შერეულ წილადს არაწესიერი წილადის სახით და პირიქით.ახდენს წესიერი წილადის ცნების სხვადასხვაგარ ინტერპრეტაციას და მსჯელობს მათ შორის კავშირზე (წილადი როგორც ორი ნატურალური რიცხვის გაყოფის შედეგის ჩანაწერი, როგორც „რიცხვით სხივზე გარკვეული ადგილი“

 

საჭირო რესურსები:სახელმძღვანელო, რვეული, დაფა , ცარცი, ფლომასტერები,კომპიუტერი,ფურცლები.

საკვანძო კითხვები:რას ეწოდება წილადი?  წესიერი და არაწესიერი წილადების განმარტება, წილადი როგორც გაყოფის შედეგი,რას ეწოდება რიცხვის ნაწილი? რა არის რიცხვითი ღერძი?

გაკვეთილის მსვლელობა:გაკვეთილის თემის და მიზნების ჩამოყალიბება, ( 2 წთ) მოსწავლეებისთვის შეფასების რუბრიკის გაცნობა, (1წთ) წინარე ცოდნის გამეორება(10წთ) აქტივობები,(10 წთ) ახალი მასალის ახსნა (წილადები რიცხვით ღერძზე და ამოცანების გარჩევა ნაწილებზე) (5წთ) ცოდნის გამყარება. დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულება(5წთ)

ანალიზის გაკეთება, განმავითარებელი შეფასების, კომენტარების სახით გაკეთება:მოსწავლეების ურთიერთშეფასება, შეფასებების გაკეთება , (2წთ)

გასვლითი ბარათების გამოყენება (რა ვიცოდი, რა გავიგე, რა მინდა გავიგო) (4წთ)

საშინაო დავალების მიცემა(1წთ)

 

 

No comments:

Post a Comment