გაკვეთილის
გეგმა ,,დავეხმაროთ მეგობარს“
კლასი:მე5
საგანი:მათემატიკა,ინგლისური,ბუნებისმეტყველება.
საფეხური:დაწყებითები
მოსწავლეთა რაოდენობა2
ინტეგრირება ინგლისურ ენასთან და ფიზიკასთან.
პედაგოგები:მადონა ბენდელიანი,ინგა უგრეხელიძე
და ნატო ყურაშვილი
თემა:
მათემატიკაში- ფორმულა,მანძილის სიჩქარეზე
და დროზე დამოკიდებულება.ინგლისურში-მათემატიკური ტერმინების,შეკრება გამოკლება,გამრავლება
გაყოფის შესწავლა. ფიზიკა სიჩქარის ,მანძილის და დროის დამოკიდებულება ფიზიკის თვალსაზრისით.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა
განავითარონ სიდიდეებს შორის დამოკიდებულების,გამოსახვის,გავრცობის და აღწერის უნარ
ჩვევები.ისწავლონ მანძილის გამოსათვლელი ფორმულის გამოყენება რეალურ სიტუაციაში.განავრცობენ
სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამომსახველ ცხრილს ცვლადის მითითებული მნიშვნელობისათვის
პოულობს
დამოკიდებული სიდიდის გამოტოვებულ მნიშვნელობას.შეადგენს რეალური ვითარების ან მისი
სიტყვიერი აღწერის შესაბამის ტოლობას,ისწავლიან პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას,შეადგენენ
ალგებრულ გამოსახულებას,გამოიყენებენ განრიგებადობის კანონს,ერთმანეთთან დააკავშირებენ
დროის სიჩქარის და მანძილის ერთეულებს.იყენებს შეფასებას საბუნებისმეტყველო დარგებიდან
მიმდინარე ამოცანების ამოხსნისას.აკეთებს ტრანსფერს სხვადასხვა საგნებთან მიმართებაში.ინგლისურად
ხსნის ამოცანას ,რომელიც კავშირშია ფიზიკასთან და მათემატიკასთან.ეროვნული სასწავლო
გეგმიდან გამომდინარე ინგლისურ ენაში მოსწავლემ უნდა შეძლოს ნასწავლი ლექსიკური ერთეულებისა
და გამონათქვამის ცოდნის გამოყენებით ტექსტების გაგება.
ნაცნობ თემებზე ან უშუალო მოთხოვნილებებზე კითხვების დასმა ან კითხვებზე
პასუხების გაცემა ძალიან მარტივი ენით.
მოსწავლემ უნდა შეძლოს მათემატიკური ტერმინების
შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა, ნატურალური რიცხვების დასახელება, რიგობითი
და რაოდენობითი რიცხვითი სახელების დასახელება, მოსწავლეები შეძლებენ ინგლისურად წარმოადგინონ
მათემატიკური ამოცანები და ამოხსნან.
საჭირო რესურსები: დაფა,ცარცი, პროექტორი,კომპიუტერი,ფანქრები,თაბახის ფურცლები...
აქტივობა: როლური თამაში,ამოცანების პრეზენტაცია...
საკვანძო
საკითხები: მოსწავლეები სწავლობენ რეალური სიტუაციის ან მის
სიტყვიერ აღწერას მათემატიკურ ენაზე და გადმოცემას, შესაბამისი მათემატიკური მოდელის
აგებას.
საკითხის შესწავლისას მოსწავლეები დაეუფლებიან რეალური
სიტვაციების გადმოცემას მათემატიკუ ენაზე,მათემატიკური მოდელების გამოყენებას, შეისწავლიან
ამოცანის ამოხსნის სხვადასხვა ხერხის გამოყენებას, კითხვების დასმას, ტრანსფერს სხვადასხვა
საგნებთან (ინგლისურთან, ფიზიკასთან),წარმოადგენენ ამოცანის ამოხსნას ინგლისურ ენაზე,
ისწავლიან გარემომცველი სამყაროს სიტუაციები გადაიყვანონ მათემატიკურ ენაზე.
გაკვეთილის
მსვლელობა: მასწავლებლები ჩამოაყალიბებენ გაკვეთილის მიზანს
და მოსწავლეებს სთხოვენ წარმოადგინონ ამოცანების პრეზენტაცია.
აქტივობა 1
: გეგას და მარის ჰყავს მეგობარი ამერიკაში, რომელიც
სთხოვს მათ ამოუხსნას ამოცანა სიჩქარეებზე და მანძილზე და გადაუგზავნონ ამერიკაში,
გეგა და მარი ამოხსნიან ამოცანას, წარმოადგენენ მას ინგლისურად და ვიდეო ჩანაწერს გაუგზავნიან
მეგობარს.
აქტივობა 2: გეგა და მარი დაუსვამენ
ერთმანეთს შეკითხვებს და ამოცანებს გაანალიზებენ.
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი გააკეთებს შეჯამებასა
და შეფასებას, თვითშეფასებას გააკეთებენ მოსწავლეები გასასვლელი ბილეთებით.
აქტივობა 3: გასასვლელი ბილეთი:
ა) 3 ყველაზე მნიშვნელოვანი
რამ, რაც ამ გაკვეთილიდან დაგამახსოვრდა.
ბ) ამ გაკვეთილზე
მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში დაგეხმარება...
საგაკვეთილო პროცესს
ესწრებიან მშობლები, რომლებიც შეაფასებენ მიმდინარე გაკვეთილს.
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები |
კვალიფიკაციური |
ექსპერტი |
გააზრება |
მოსწავლე ახერხებს სათქმელის
ნაწილის საკუთარი სიტყვებით გადმოცემას და ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემას. |
მოსწავლის მიერ გადმოცემული
ინფორმაცია სრულად გასაგებია,მოსწავლე კარგად ახერხებს სათქმელის საკუთარი სიტყვებით
გადმოცემას ,სწორად პასუხობს ყველა დასმულ კითხვებს. |
ინფორმაციის ლოგიკური კავშირი საკითხებს
შორის |
წარმოდგენილ ინფორმაციაში
გამოკვეთილია შესავალი, დასკვნითი ნაწილი, ძირითადად ლოგიკურია კავშირი საკითხებს
შორის. |
წარმოდგენილ ინფორმაციაში
მკაფიოდ გამოკვეთილია შესავალი ,დასკვნითი ნაწილი, სრულიად ლოგიკურია კავშირი საკითხებს
შორის. |
კონტაქტი აუდიტორიასთან და საუბრის მანერა |
მოსწავლე იშვიათად კითხულობს
ტექსტს სლაიდებიდან და უმეტესწილად ამყარებს თვალით კონტაქტს აუდიტორიასთან. |
მოსწავლე მხოლოდ თვალს
ავლებს ტექსტს სლაიდებიდან და მუდმივად ამყარებს თვალით კონტაქტს აუდიტორიასთან. |
მსჯელობა |
მსჯელობა ლოგიკურია,აზრი
თავისუფლად იკითხება, დაშვებულია უმნიშნელო შინაარსობრივი,ენობრივი შეცდომები. |
მსჯელობა ლოგიკურია,
აზრი თავისუფლად იკითხება, გამოთქმული მოსაზრებები გამოირჩევა საკითხთან დაკავშირებული
მდიდარი ლექსიკით, ტერმინოლოგიით, არ არის დაშვებული შინაასობრივი,ენობირივი შეცდომა. |
სიზუსტე |
·
ამოცანა
ამოხსნილია, სწორი პასუხია მიღებული. ·
სწორად
არის წაროდგენილი სქემები. |
·
ამოცანა
ორი ხერხით არის ამოხსნილი,. ·
სქემები
სწორად არის წარმოდგენილი. |
გასასვლელი ბილეთები
N 1. 3 ყველაზე მნიშვნელოვანი
რამ, რაც ამ გაკვეთილიდან დამამახსოვრდა...
ამ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში
დამეხმარება....
ამოცანა
სადგურიდან ერთდროულად, ერთმანეთის საწინააღმდეგო
მიმართულებით ორი ავტომობილი გავიდა. ერთი ავტომობილი საათში გადის 220 კმ.-ს . მეორე
25 კმ.-ით მეტს.
No comments:
Post a Comment