Tuesday, January 14, 2020

თემატური გეგმა მათემატიკაში მე-5 კლასი 2019-2020 სას.წ 2 სემესტრი


თემატური გეგმა მათემატიკაში მე-5 კლასი
2019-2020 სას.წ 2 სემესტრი

შესასწავლი
თემა
ნატურალური რიცხვების გამრავლება, გაყოფა
შესასწავლი მასალა 
ნატურალური რიცხვების გამრავლება, გამრავლების კანონები, მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება, ამოცანების ამოხსნა განტოლებების შედგენით, ახარისხება, რიცხვის კვადრატი და კუბი, ფართობი, ფართობის საზომი სხვა ერთეულები, მართკუთხა პარალელეპიპედი
სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ
მათ.V.3. მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშვნელიან წილადებზე მოქმედებების შესრულება.
მათ.V.4. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.
მათ. V.8. მოსწავლეს შეუძლია ფიგურებს შორის და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა.
საკვანძო კითხვები
როგორ გვეხმარება რიცხვებზე მოქმედებათა თვისებები რიცხვითი გამოსახულებების მნიშვნელობის გამოთვლისას? · არის თუ არა რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასება ზუსტი პასუხის პოვნაზე უფრო შესაფერისი გარკვეულ ვითარებებში? · რითია სასარგებლო ხარისხის თვისებების ცოდნა მათემატიკური და რეალური ვითარებიდან მომდინარე ამოცანების ამოხსნისას? · როგორ გამოვიყენებთ რიცხვების თვისებებს პირადი ხარჯთაღრიცხვის წარმოებასთან დაკავშირებული ან მეცნიერების სხვა დარგებიდან მომდინარე ამოცანების ამოხსნისას?
როგორ გამოიყენებთ გეომეტრიულ ფიგურებს ჩვენი გარემომცველი ობიექტების აღწერისას? · რა განსხვავებაა ფიგურის აღწერას, დახასიათებას და განსაზღვრებას შორის? · როგორ ფიქრობთ, რა შემეცნებითი ღირებულება აქვს მსჯელობას? · რა ხერხებს გამოიყენებთ ფიგურათა სახეობებს შორის მიმართებების გამოსახვის მიზნით? · როგორ შეიძლება კოორდინატთა მეთოდის გამოყენება სიბრტყეზე ორიენტირებისათვის? · სად და როგორ შეიძლება გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში?
რესურსები
სახელმძღვანელო, რვეულები, თვალსაჩინოებები ინტერნეტის გამოყენება, ელექტრო რესურსები
ძირითადი აქტივობები და მეთოდები
კითხვების დასმა,დამოუკიდებელი პრაქტიკული დავალების შესრულება სამოტივაციო ამოცანების განხილვა, პრობლემების ფორმულირება, ცოდნის კონსტრუირება, ასოციაციური რუკის გამოყენება.. პრეზენტაციები. ჯგუფური სამუშაოს შესრულება...
შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი
განმსაზღვრელი შეფასება, შეფასების რუბრიკა განმავითარებელი შეფასება, განმავითარებელი შეფასების რუბრიკები
საათების რაოდენობა
შესასწავლი
თემ
ჩვეულებრივი წილადები
შესასწავლი მასალა 
წრეწირი, წრეწირის ელემენტები, გაყოფა და წილადი, წესიერი და არაწესიერი წილადები, წილადების შედარება, წილადების შეკრება გამოკლება, შერეულიცრიცხვების შეკრება გამოკლება, წილადის გამრავლება და გაყოფა ნატურალურ რიცხვზე, წილადის ძირითადი თვისება
სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ
მათ.V.3. მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშვნელიან წილადებზე მოქმედებების შესრულება.
მათ.V.4. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.
საკვანძო კითხვები
როდის გამოიყენება ალგებრული და რიცხვითი გამოსახულებები? · როგორ უნდა ჩაიწეროს მათემატიკურ ენაზე ჩვეულებრივ ენაზე (ვერბალურად) აღწერილი ამოცანა? · როგორ ვქმნით რეალური ვითარების მათემატიკურ მოდელს? როგორ ვამოწმებთ და ვადასტურებთ მის მართებულობას? · ყოველთვის ემთხვევა თუ არა რეალური ვითარების და ამ ვითარების მათემატიკური მოდელის ამონახსნები ერთმანეთს? ახსენით თქვენი მოსაზრება და მოიყვანეთ მაგალითები.
რესურსები
ინეტრნეტ სივრცის გამოყენების არეალი.  სახელმძღვანელო, რვეულები, თვალსაჩინოებები ელექტრო რესურსები
ძირითადი აქტივობები და მეთოდები
კითხვების დასმა,დამოუკიდებელი პრაქტიკული დავალების შესრულება სამოტივაციო ამოცანების განხილვა, პრობლემების ფორმულირება, ცოდნის კონსტრუირება, ასოციაციური რუკის გამოყენება.. პრეზენტაციები. ჯგუფური სამუშაოს შესრულება.
შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი
განმსაზღვრელი შეფასება, შეფასების რუბრიკა განმავითარებელი შეფასება, განმავითარებელი შეფასების რუბრიკები
საათების რაოდენობა


No comments:

Post a Comment