გაკვეთილის გეგმა
„პროპორცია’’ სამზარეულოში
I ეტაპი: ნამცხვრის (კოქტეილი) რეცეპტის ჩაწერა
II ეტაპი : მასალის წარმოდგენა გრამებში
III ეტაპი: მასალის ფასების დადგენა
VI ეტაპი: მასალის პროპორციული გაანგარიშება ნამცხვრის (კოქტეილის) სხვადასხვა მასისათვის
V ეტაპი: ნამცხვრის (კოქტეილის) გასაყიდი ფასების დადგენა
VI ეტაპი: პროექტის პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი
1) ინტერნეტში საჭირო ინფორმაციების მოძიების უნარჩვევების გამომუშავება
2) მოსწავლეებმა გამოიყენონ მათემატიკური ცოდნა პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას
3) პროპორციის და პროცენტის ცოდნის გამყარება
4) კრიტიკული აზროვნების განვითარება
5) მათემატიკის გამოყენებითი მხარის აქტუალობის კიდევ ერთი დადასტურება
საჭირო მასალა
1) ფორმატები, სურათები, ფანქრები, ცარცი, დაფა, ფურცლები
გაკვეთილის მსვლელობა
მეთოდი: ჯგუფური მუშაობა, გონებრივი იერიში
მოსწავლეები გაერთიანებული არიან ჯგუფებში, მოძიებული აქვთ მასალა (დრო ორი კვირა) აკეთებენ პრეზენტაციას, ჯგუფი ირჩევს წარმომადგენელს და ის აკეთებს პრეზენტაციას (თითო პრეზენტატორი 5 წუთი) დანარჩენი ჯგუფის წევრები უსვამენ კითხვებს და უკეთებენ შეფასებას გამომსვლელებს. (დრო სულ 30 წუთი).
პრეზენტაციის დამთავრების შემდეგ მასწავლებელი გონებრივი იერიშის სახით მოსწავლეებს უსვამს შეკითხვებს პროცენტის, პროპორციის, პროპორციული ნაწილების ცოდნის თაობაზე (დრო 5 წუთი). ჯგუფებს აძლევს დავალებას მოიფიქრონ თითო ამოცანა პროცენტზე ან პროპორციაზე ან პროპორციულ ნაწილებზე და წარმოადგინონ (დრო 7 წუთი). ხდება პრეზენტაციის შეფასება. (დრო 3 წუთი)
შეფასები სქემა
I
ჯგუფი
|
II
ჯგუფი
|
III
ჯგუფი
|
IV
ჯგუფი
|
V
ჯგუფი
| |
1)მასალის მოძიება, ინფ. ტექ. გამოყენება
| |||||
2)პროპორციული ნაწილების ზუსტი დათვლა
| |||||
3)პროექტის ორიგინალურობა
| |||||
საშუალო არითმეტიკული
|
თითოეულ კომპონენტში უმაღლესი შეფასება 10 ქულა
No comments:
Post a Comment