მფრინავი
ფერადი ტაქსები
მიმართულება
- ალგებრა |
სამიზნე
ცნება: ფუნქცია / დამოკიდებულებ ა წრფივი
დამოკიდებულებ
ა; |
მაკრო
ცნება: ფორმა, კავშირები, არგუმენტირებული მსჯელობა, მოდელირება, |
კლასი: მე-8 დრო: 4 კვირა |
საკითხი 1: წრფივი
ფუნქცია ქვესაკითხები: ·
ფუნქციის ცნება; • ფუნქციის მოცემის ხერხები; • ფუნქციის გრაფიკი; • წრფივი ფუნქცია და მისი გამოსახვა გრაფიკის, ცხრილის და განტოლების საშუალებით. |
საკვანძო კითხვები ·
სად გვხვდება წრფივი
ფუნქცია ცხოვრებისეულ გამოცდილებაში? · როგორ შეიძლება გამოვიყენოთ წრფივი ფუნქცია ყოველდღიურ პრაქტიკაში? · გიფიქრიათ, რომ წრფივი ფუნქციის ფორმულის გამოყენებით შიძლება
შეადგინოთ ბიზნეს გეგმა და განახორციელოთ ეს გეგმა? |
||
პროექტი: მფრინავი ფერადი ტაქსები |
|||
მისაღწევი შედეგები სტანდარტიდან: მათ.
საბ.
(VIII). 5,6,7 21-ე საუკუნის მისაღწევი შედეგი: გუნდური მუშაობა; კოლაბორაცია; კრიტიკული აზროვნება;
ინოვაციების და სიახლეების უნარ-ჩვევების
გამომუშავება; |
დავალების
პირობა: |
მფრინავი
ფერადი ტაქსები
ლუკას,
ბიძამ აჩუქა Toyota Prius-ის ძველი მოდელი. ლუკამ გადაწყვიტა ეს მანქანა გამოეყენებინა
ტაქსად. თავდაპირველად უსახსრობის გამო ლუკამ მანქანის რემონტი და გალამაზება ვერ
შეძლო. მან დაწერა ბიზნეს გეგმა და შეადგინა წრფივი ფუნქცია, 1 კილომეტრის გავლისას
მამქანა ხარჯავდა 2 ლარის საწვავს. მან მგზავრობა გახადა ერთ კილომეტრზე 3 ლარი.
ერთი წლის მერე ლუკამ მოგებული თანხით გაარემონტა
მანქანის სალონი და მგზავრობა გახდა 1 კმ- 7ლარი, სალონში იდგა ისეთი მოწყობილობები,
რომელიც მგზავრობას უფრო კომფორტულს ხდიდა, მაგალითად; ეკრანი, ნაყინის მანქანა,
და ასე შემდეგ. ამის გამო კი ლუკამ სალონს ღირებულება დაადო და 5 ლარი დაუმატა მგზავრობის
საერთო ღირებულებას. მისის ოცნება იყო მფრინავი ტაქსის შეძენა. ამ მანქანის პირველი მოდელის გამოშვება კი
2030 წელს იგეგმება. ამ მანქანის ღირებულება კი 100 000 ლარია. მოახერხებს თუ არა
ლუკა 2030 წლისთვის თავისი გამომუშავებული თანხით ამ მანქანის შეძენას. ახლა
2020 წელია. (საწვავის ღირებულება უცვლელია 2ლარი-1კმ). ლუკა საშუალოდ დღეში 150 კილომეტრს გადიოდა. ნაშრომი
წარმოადგინე დიდი ფორმატზე (ან პრეზენტაციის სახით, ნახაზი, რომელიც შესრულებული
იქნება Geogebra-ში), ნაშრომი შესაძლებელია
ასევე წარმოადგინო სასწავლო რესურს Minecraft-ში; Word- ში Power Point-ში პრეზენტაციაში ნათლად წარმოაჩინე: ·
შეადგინე წრფივი
ფუნქცია(მანძილისა და ხარჯს შორის დამოკიდებულებაზე) როცა ლუკას სალონი არ ჰქონდა
გარემონტებული. ·
გამოიანგარიშე მოგება პირველი წლის განმავლობაში. ·
შეადგინე წრფივი
ფუნქცია მას შემდეგ რაც მგზავრობის საფასურს,
სალონის საფასურიც დაემატა. ·
გამოანგარიშე მოგება 10 წლის განმავლობაში სალონის გარემონტების შემდეგ. ·
ააგე წრფივი ფუნქციების
გრაფიკები. ·
დაადგინე გაწვდება
თუ არა ლუკა თავისი მოგების 10 წლის განმავლობაში, ახალი მფრინავი მანქანის შეძენას. მითითება: დავალებაში გამოიყენე შენთ ხელთ არსებული
ყველა ცოდნა ფუნქციური დამოკიდებულებების შესახებ. |
რეკომენდაციები
მოსწავლეს |
ტელეგაკვეთილი -https://www.youtube.com/watch?v=RTgds_Sn490 ტელეგაკვეთილი -https://www.youtube.com/watch?v=y7csZ-gwWlM ტელეგაკვეთილი - https://www.youtube.com/watch?v=OIszSaEibkE Geogebra - სიმულაციები ა)https://www.geogebra.org/graphing ბ).თუ კომპიუტერის საშუალება არაა ასევე ვიზუალურად წარმოიდგინონ ფუქნცია
დაგადაიტანონ სამუშაო ფურცელზე, წარმოადგინონ ფორმულის და ცხრილების სახით. |
შეფასება
სტრატეგიები ცოდნის
შესაფასებლად |
პროცესში შეფასება შეიძლება
მოხდეს SOLO ტაქსონომიის მიხედვით, რაც გულისხმობს Structure of learning
outcomes ; ასევე მასწავლებელს შეუძლია შეიმუშავოს შეფასების რუბრიკა; შეფასების
სახეები/ტიპები: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების
ინსტრუმენტები: ·
ქვიზი ·
სადიაგნოსტიკო ტესტი ·
დიაგრამით, ცხრილით
ნასწავლის დემონსტრირება ·
რამდენიმე სიტყვით შეაჯამე რა იყო ძირითადი
იდეა ·
1 წუთიანი შეჯამება - სიტყვიერი ან წერილობითი ·
დისკუსია, განხილვა
წყვილებში ·
მოსწავლის თვითშეფასება ·
მოსწავლეების
მიერ ერთმანეთის შეფასება ·
სასწავლო თემის
შემაჯამებელი ტესტი ·
... |
მისაღწევი შედეგები სტანდარტიდან: |
მისაღწევი შედეგები სტანდარტიდან: მათ. საბ. (VIII). 5,6,7 მათ. საბ 1 მათემატიკური ან სხვა
საგნებიდან მომდინარე ამოცანების განხილვისას ჰიპოთეზების ჩამოყალიბება, მათი
მართებულობის დადგენა ან უარყოფა; მათ. საბ 2 მსჯელობის ხაზის განვითარება; განზოგადებით ან დედუქციით
მიღებული დასკვნების დასაბუთება. მათემატიკური ენა, კომუნიკაციის მათემატიკური
ხერხები, კავშირები მათ. საბ 3 მათემატიკური ობიექტების
განსაზღვრებებისა და თვისებების სწორად ჩამოყალიბება; მათემატიკური ტერმინების,
აღნიშვნებისა და სიმბოლოების კორექტულად და ლოგიკურად გამოყენება. მათ. საბ 4 მათემატიკურ დებულებათა
ფორმულირების ხერხების კორექტულად გამოყენება; მათ. საბ 5 მათემატიკურ იდეებს
შორის კავშირის დადგენა. მათემატიკასა და სხვა საგნებს შორის კავშირების
დადგენა. მათ. საბ 8 ამოცანის შინაარსის
აღქმა, ამოცანის მონაცემებისა და საძიებელი სიდიდეების გააზრება - გამიჯვნა,
პრობლემის გამოკვეთა და მისი ჩამოყალიბება; მათ. საბ 9 კომპლექსური (რთული)
პრობლემის საფეხურებად, მარტივ
ამოცანებად დაყოფა და ეტაპობრივად გადაჭრა/ ამოხსნა; მათ. საბ 10 ამოცანის ამოხსნის
შემდეგ მიღებული შედეგის კრიტიკული შეფასება, ანალიზი, ამოცანის კონტექსტის
გათვალისწინებით. მათ. საბ 11 ტექნოლოგიების
გამოყენება მათემატიკური პრობლემის ამოხსნისთვის. ტექნოლოგიების გამოყენებით საკითხის
ვიზუალური წარმოდგენა, მოდელის შექმნა. კომპიუტერული აპლიკაციების გამოყენება
მათემატიკური პრობლემის გადაჭრისთვის. 21- ე საუკუნის
მისაღწევი შედეგი პრობლემის გადაჭრა;
კრიტიკული აზროვნება |
შეფასება |
მოსწავლეს შეუძლია: ·
რეალურ ცხოვრებაში, სამყაროში
მიმდინარე მოვლენების აღწერა ფუნქციების მეშვეობით ·
აქსიომებზე დაყრდნობითა და
არგუმენტირებული მსჯელობით ახალი კანონზომიერების ფორმულირება ან უკვე არსებული ფაქტების
გაანალიზება და პრობლემის გადაჭრა ·
ფუნქციური დამოკიდებულებების
ცნობა და კლასიფიკაცია ·
ფუნქციური დამოკიდებულებების ცოდნის გამოყენებით სხვადასხვა ანალიზისა და
აქტივოვებების განხორციელება |
No comments:
Post a Comment