Monday, October 10, 2022

ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია

 

მე-5ბ კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილის „ რა არის წილადი“

რეფლექსია

მე-5 ბ კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი თემაზე „რა არის წილადი“, ეს  იყო შემაჯამებელი, განმტკიცების გაკვეთილი. გაკვეთილის  გეგმა გავაცანი კოლეგებს , რომლებმაც კორექტივები შეიტანეს გეგმაში, მათი შენიშვნები გაკვეთილის დაგეგმვის დროს გავითვალისწინე. გაკვეთილს ესწრებოდნენ კოლეგები, ფსიქოლოგები, დაწყებითი საფეხურის პედაგოგები. გაკვეთილზე განვახორციელე რამდენიმე აქტივობა. მქონდა შეფასების რუბრიკები , რომლებიც გავაცანი მოსწავლეებს გაკვეთილის დასაწყისში. მოსწავლეების უმრავლესობა მთლიანად იყო  ჩართული საგაკვეთილო პროცესში. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის მქონდა შერჩეული მათზე მორგებული აქტივობები, დროის გათვალისწინებით ყველა აქტივობა შეასრულეს მოსწავლეებმა. გაკვეთილის ბოლოს მქონდა განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი თვითშეფასებას. გამოვიყენე აქტივობა რა ვიცოდი, რა ვისწავლე, რა მინდა ვისწავლო, რომელშიც მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს თავიანთი შეხედულებები. კლასის მოსწავლეების უმეტესობა შედეგეზე გავიდა. ბავშვებს მოეწონათ შეფასების ხერეხები (მაგ: თოჯინები, ღიმილები).  გაკვეთილის შემდეგ  გავაკეთეთ გაკვეთილის ანალიზი. კოლეგებმა გამოთქვეს თავიათი აზრი , მოეწონათ აქტივობები, მაგრამ გააკეთს შენიშვნები იმასთან დაკავშირებით , რომ სასურველი იყო აქტივობები ყოფილიყო უფრო ნაკლები რაოდენობით. მავშვების მიერ შექმნილი თვალსაჩინოებები არ იყო წარმოდგენილი სათანადოდ. განსაკუთრებული საჭიროების მქნე მოსწავლეზე მიცემული ერთ-ერთი დავალება არ იყო შემოწმებული დროის უქონლობის გამო.  ამ შენიშვნებს გავითვალისწინებ შემდეგი  გაკვეთილის დაგეგმვის დროს. შევამცირებ აქტივობებს, მეტ დროს დავუთმობ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწაავლეებს.

No comments:

Post a Comment