მენატრები, აფხაზეთო! ჩვენ დავბრუნდებით
(ვუძღვნით
აფხაზეთში
და
სამაჩაბლოში
დაცემულ
გმირებს)
სცენა:
კედლებზე
გაკრულია
დიდი
პლაკატები,
აფხაზეთის
ხედები.
სცენა დაბნელებულია, ხელის ფანრით აინთება სხივი, რომელიც მიმართულია ცენტრისკენ. შემოდის მთხრობელი
I მთხრობელი: როცა ღვთისმშობელმა მარიამმა და მოციქულებმა
„წილიგდეს“
საქართველოს
გაქრისტიანება
წილად
ხვდა
თავად
ღვთისმშობელს,
ამიტომაც
უწოდებენ
საქართველოს
ღვთისმშობლის
წილხვედრ
ქვეყანას
მარიამმა საქართველოში წარმოგზავნა მოციქულები ანდრია პირველწოდებული და სვიმონ
კანანელი.
მან
მოატანინა
ფიცარი,
დაიბანა
პირი,
ფიცარი
სახეზე
მიიდო
და
ზედ
ზუსტად
ამოკვართა
ხატი
თვისი.
სწორედ
ეს
ხატი
გამოატანა
ღვთისმშობელმა
მოციქულებს
საქართველოში
ანდრია პირველწოდებულმა აჭარაში იქადაგა, სვიმონ კანანელმა აფხაზეთს, აფხაზეთში გარდაცვლილა სვიმონი რომელიც ანაკოფიაში დაკრძალეს.
ასე დაიწყო საქართველოში პირველი ქრისტიანული სიზმარ-ცხადი
II მთხრობელი: ღამეს მას გამოუჩნდა ღირსსა ნინოს ძილსაშინა წმინდაი ღვთისმშობელი და ჰრქვა:
კულისებიდან ისმის ხმა. წარვედ ქვეყნად ჩრდილოეთისა და უქადაგე
სახარებაი
ძისა
ჩემისაი
და
მე
ვიყო
მფარველი
შენი.
(სცენის
კუთხეში
ჩნდება
გოგონა
თალხ
კაბაში,
სხივი
ეცემა
მას,
დგას
მუხლმოყრილი
და
ამბობს:
-დედოფალო,
ვით
არს
შესაძლებელი
ეგე
ჩემ
მიე,რ
რამეთუ
მე
დედაკაცი
ვარ
უსწავლელი
II მთხრობელი: მაშინ წმიდამან დედოფალმა ხელით მიჰყო რტოსა ვაზისა და მოჰკვეთა,
მისგან
შექმნა
ჯვარი
და
მისცა
ხელთა
ღირსსა
ნინოს
და
ჰრქვა:
ხმა კულისებიდან: ესე იყოს მცველი შენი და ამით
სძლიო
ყოველთა
წინააღმდგომთა
შენთა.
(გოგონა
დგება
მუხლებიდან.
ირებს
ჯვარს,
ანთებს
სანთელს,
ნათდება
სცენა)
III მთხრობელი: ვითარცა მოიწია ზაფხული, აღმოვიდა მთათა ჯავახეთისასა იგი, მიემთხვია ტბასა, რომელსაც ეწოდების „ფარვანა“
ფონად ისმის ქართული საგალობელი.
ლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა,
და როდესაც
ბარში
ვარდნი
ჰყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა,
და ტყეებში
ქარიშხლები
ბღაოდნენ.
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს
ტბასა
ზედა
ძრწოდა
ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა
სანატრელი
ვაზის
ჯვარი.
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი,
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა,-რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა საქართველო არის ესე!
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა
მზისგან
მოუჩრდილეო; ო!
ეს ვინ
არი,
გამოცხადდა
მგზავრის
წინა
„ნუ გეშინინ“
მოიგებდა
იესო
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლოს სევდა
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა,
და ტყეებში
ქარიშხლები
ბღაოდნენ.
III მთხრობელი: დღეს ერთსა ზაფხულისასა, თვესა ივლისსა ოცსა, დღესა შაბათსა განვიდა მირიან მეფე ნადირობად. მოვლო სანახები მუხნარისა და აღვიდა მთასა თხოთისასა მაღალსა. სამხისას დაბნელდა მზე. მთასა ზედა და იქმნა
ვირცა
ღამე
ბნელი
და
უკუნი.
დაშთა
მეფე
და
იარებოდა
შეძრწუნებული
და
შესთოვა
უფალს:
ღმერთო
ნინოისაო
რომელი
ხარ
ღმერთი
ჭეშმარიტი,
განმინათლე
სიბნელე და გამომიბრწყინე
მე ნათლი, სახიერმა ღმერთმა მოჰფინა
ნათელი
და
გაანათლა
ბნელი.
ირწმუნა
მეფე
მირიანმა
ცისა
და
ქვეყნის
შექმნელი
ღმერთი
ჭეშმარიტი.
დიდება
მამასა
და
ძესა
და
წმინდასა
სულსა
აწ
და
მარადის
და
უკუნითი
უკუნისამდე.
ამინ!
ფონად ისმის ქართული საგალობელი, გამოდის მეფე მირიანი:
-მე არ მჯეროდა ქრისტესი,
სანამ საკუთარი თვალით არ ვიხილე სასწაული, ერთხელ სანადიროდ ვიყავი წასული და უეცრად ჩამობნელდა. უღრან ტყეში მარტო დავრჩი,
საშველად ვუხმე ყველა კერპს, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მერე შველა ნინოს ღმერთს ქრისტეს
ვთხოვე და უცებ ყველაფერი განათდა, ამ სასწაულის შემდეგ მოვინათლე და ხალხიც მოინათლა
მტკვარში; ავაშენე პირველი ქრისტიანული ეკლესია, სვეტიცხოველი.
უსახელო გმირი : საქართველოში
ქრისტიანობა სახელმწიფო რელიაგიად გამოცხადდა
როდესაც მზეი თბილი სხივით მინდვრებს შემოსავს
და
ცვარნაპკური
შეირხევა
მთაზე
მოცხარი.
ნინოს ნათელი
დაადგება
საქართველოსა
ქვაბში
ჩურჩულით
გადაიწერს
პირჯვარს
მოძღვარი
ადიდე
შენ,
ქრისტე,
ქართლი
სამითა დიდებითა
კვართითა მით შენითა
ხელთა შენთა სამსჭვალითა ,
ფეხთა შენთა ფიცრითა
ქვეყანაი დაგვიწყებელი
კერპთა დაბნელებული
კვალად მოხსენებული
ღმრთისა შეწყნარებული
ნინოის განახლებული.
გამოდის დავით აღმაშენებელი
და ამბობს, არ არის ადვილი მეფობა საქართველოსი. მე თექვსმეტი წლიდან გავმეფდი. მტრისგან
დამარცხებული და აოხრებული ქვეყანა ჩავიბარე.
შევკრიბე ყველა, ვისაც გულში ქართველობა არ მოკვდომოდა და იმედიც არ გაქრობოდა საქართველოს
გადარჩენისა. მართლაც ყოფილან ჭეშმარიტი მამულიშვილნი, მე არაფერი დამიშურებია საქართველოს
ძლიერების და ერთიანობისთვის.
ფეხი დამადგით
გულზე
დამადგით
ფეხი ყოველმან, წყალობა ჰყავით
საქართველოის ყოვლის მპყრობელმა
ვისურვე დავით
ასეთი ცოდვა რა გაქვს
მეფეო,
მიუტევები?
ღირსმსახურებდი ქართულ მიწა-წყალს
რაი გადარდებს, გასწიე იგი
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.
გამოდის უსახელო გმირი- ,,ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.
საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი მეფე თამარი. (მიმართავენ თამარს)
თამარ! შენ გიცნობ, ასულად გიცნობ
მზე დაუვალი, შექმომზინარი,
ელვა ეთერი და სიტყვიერი
დარმანის ველი, ედემს ბაღნარი.
თამარი ამბობს: ჩემი მეფობის
დროს საქართველო თავისი ძლიერების მწვერვალზე იდგა, ძლივს ჩააგეს ქართველებმა ხმლები
ქარქაშში. მხოლოდ ქართველებს შეგვეძლო იერუსალიმში გაშლილი სამეფო დროშებით შესვლა,
ზეობის ხანა ედგა საქართველოს ,, ნიკოფსიიდან დარუბანდამდის და სინოპიდან არდაველამდის“
თამარ ივერის
მწყემსად გაჩენილო
თამარ ბეთანიის
ფრესკად დარჩენილო
თამარ, დედაჩემო
სულო
სასწაულო
ჩემი სასოების
სასწორ-საწყაულო
სულმნათო! მადლი შენს გამჩენს,
დიდება, ერსა, შენს მშობელს!
და ძეგლად
სამარდისოდ
ნეტარ ხსენება ამ სოფელს.
გამოდის მეფე ფარნავაზი- მე გახლავართ მეფე ფარნავაზი,
სანამ გავმეფდებოდი ბევრი ბრძოლა დამჭირდა, სამი წლის ვიყავი, როდესაც მომიკლეს მამა
და დედამ მთებში გაგვხიზნა. წლები გადიოდა, სულ სამშობლოზე ვდარდობდი, მერე ღმერთმა
ხელი შემიწყო, განძი მაპოვნინა, რითაც იარაღი შევიძინეთ მე და ქუჯი ერისთავმა, ერთიანი
ძალებით მტერი დავამარცხეთ და ქართლის სამეფო გავაერთიანეთ. შემდეგ ქართული ანბანი
შევქმენი და ქართული ენა განვავრცე
შენ. ჰე ფარნაოზ,ჰქმენ ერთმთავრობა
შენ მოეც ქართველს წიგნი პირველი
შენ დაუმკვიდრე ერსა ერთობა
და ერთობისა
წესი და
ძალი.
უსახელო გმირი: გმირები
საქართველოს არასდროს აკლდა, ხშირად უკვირთ, როგორ გადარჩა ეს პატარა ქვეყანა ამდენ
მტერს
უსახელო გმირები სხვადასხვა
მხრიდან გამოდიან წინ.
უსახელო გმირი
ამბობს:
ჩვენი სახელები არაა ცნობილი,
100000 წამებული ქართველი, სამასი არაგველი, 9 ძმა ხერხეულიძე და მრავალი სხვანი. ისინი
წმინდანები და საქართველოს მფარველნი არიან ზეცას
უსახელო გმირი:
არ დაავიწყდება ხალხს ქართველთა
გმირი მეფეები: მამა-შვილი დემეტრე მეორე თავდადებული და გიორგი ბრწყინვალე
გამოდის დემეტრე
მეორე
მიღირდა სიცოცხლისგაწირვა,
თუ ეს საქართველოს გადაარჩენდა, ასეთი იყო
ნება ღვთისა, მე დავდე სული ჩემი ქვეყნისთვის. ამისთვის მიწოდეს თავდადებული
გამოდის გიორგი
ბრწყინვალე
მე დემეტრე მეორე თავდადებულის
ვაჟს, განა მქონდა უფლება, ჩემი ქვეყნისთვის არ მეცოცხლა? მე გავაერთიანე და გავაძლიერე
საქართველო, განვდევნე საქართველოდან მონღოლები. ჩემი სამშობლო თითქმის ისეთივე გახდა,
როგორც დავით აღმაშენებლის მეფობისას
გამოდის უსახელო
გმირი:
მეფე გიორგიმ ააშენა ქალაქები
და სოფლები, მან გააბრწყინა საქართველო და ხალხმაც მადლიერების ნიშნად, გიორგი „ბრწყინვალე“
უწოდა.
გამოდის უსახელო
გმირი:
ქართველი ერისათვის დიადი
სულის, ვაჟკაცობის და ერთგულების მაგალითია ქეთევან დედოფალი
გამოდის ქეთევან
დედოფალი
ირანში მძევლად ყოფნისას
შაჰმა რჯულის შეცვლა მომთხოვა, ვიცოდი უარის შემთხვევაში სიკვდილი მელოდა, მაგრამ მე
გადავწყვიტე სამშობლოსთვის თავდადების მაგალითი ვყოფილიყავი
უსახელო გმირი:
საქართველოს ისტორია გმირების
ისტორიაა.
წვიმა
არ
არის
საბას
კაბა
დაუსველა
რამ
?
თოვლი
არ
არის
საბას
თავი
გაუათეთრა
რამ?
ყინვა
არ
არის
სულხან
საბას
აკანკალებს
რა?!
რამ
დაასველა?!
რამ
დაათეთრა?!
რა
აკანკალებს?!
საქართველოა მისთვის თოვლიც და ყინვაც.
(ლალე) სიმღერა ფანდურით
უსახელო გმირი
(უსახელო გმირებს აცვიათ ჯარისკაცის ფორმები)
გარდასულ დროთა მებრძოლებს,
ღირსეულად უმშვენებს მხარს, ილია ჭავჭავაძე
გამოდის ილია
ჭავჭავაძე:
ჩემი მისია იყო, მეცხოვრა
საქართველოსთვის და თუ საჭირო იქნებოდა მისთვის სიცოცხლეც გამეწირა. რაც შემეძლო და
რითაც შემეძლო ვეხმარებოდი ქართველებს. მეგობრებთან ერთად დავაარსე ბანკი ქართველების
გადასარჩენად, ქართული ენის გადასარჩენდა კი დავაარსეთ „წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოება“.
უსახელო გმირი:
ილია გულით, გონებით, მწერლობითა
და პოეზიით ებრძოდა საქართველოს მტრებს და იმედს აძლ;ევდა ქართველობას. სქართველოს
მტრებმა იგი წიწამურთან მოკლეს. ქართულმ ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა და „ილია
მართალი“ უწოდა მას
წევს
ვეფხის ტყავზე. საქართველო მზისწილხვედომილი,
თავს
დასდგომია
იალბუზი
ხელაპყრობლი,
თვითონაც
მთელი
საქართველო
ერთი
ციხეა
დაგილეწია,
მტერო, მაგრამ ვერ აგიღია
დიდება
თქვენდა,
თოროსანო,
ბერო
მამებო,
თქვენ
შეგინახავთ
ენა,
სჯული,
ერი,
სამეფო
ვინაც
ააგო
ნიკორწმინდა,
სვეტიცხოველი.
დიდება
მის
ლანდს,
მე
არა
ვარ
მეტის
მთხოვნელი.
კურთხეულ
იყოს,
ვინც
განსჭვრიტა
კლდეში
ვარძია,
სულით
განათლდეს,
ვინც
აკვანი
მისი
არწია.
სიმღერა
შენ სისხლო ჩემო სად არ დაღვრილო...
შენ
სად არ
გხვრეპდა
შავი
ყორანი
ვინ
გაგაკვირვოს,
რამ
გაგაკვირვოს
ნადიდგორალი,
ნაშამქორალი.
შენ
სისხლო
ჩემო
შენი
ღვაწლია
რამაც
აქამდეც
კი
მოაღწია
სვეტიცხოველი
ხანძთა
ვარძია
და ისიც
რაც
მტერს
წარუტაცნია
ცეკვა აჭარული: -ან- მთიულური
შენ
ისე
ღრმა
ხარ,
ქართულო
ცაო
შენ
ისე
ღრმა
ხარ
სამკვიდრო
შენს
ქვეშ
მტრად
მოსულმა
ვერავინ
ნახა,
ვერცა
ოსმალომ,
ვერცა
მონღოლმა
და
ვერცა
სპარსმა
შენი
დიდების
მომღერალია
ოშკი
და
ზარზმა,
ბებერი
ტაო
შენ
ისე
ღრმა
ხარ,
ისე
ფაქიზი
ქართულო
ცაო
სიმღერა ან
ცეკვა
ლექსი( გიორგი მამაცაშვილი)
ვარ
დავით
მეფე
და
გიორგი
ბრწყინვალე
პატარა
კახიც
მე
ვარ
!
ვწერ
ცრემლის
კალმით
ბედს
ჩემივ
ქართლისა
ნიკოლოზ
ბარათაშვილსაც
ვგევარ
უკან
ოსმალოთა
ჯარი
დამედევნა
და
მაინც,
დავუსხლტი
მდევარს
გუშინ
შაჰ-აბასის საჩუქარით დამხვრიტეს
გიორგი
სააკაძეც
მე
ვარ
თამარ
ძმადნაფიცის
სახელი
შემომრჩა
თევდორე
მღვდელიც
მე
ვარ
ცოცხალს
- თეძმის
წყალიც
შემისვამს
და
მკვდარი
- კრწანისის
ველზე
ვწევარ.
მე
ახლა
ტატოც
ვარ,
ლადოც
ვარ,
შოთაც
ვარ
პატარა
შვლის
ნუკრიც
მე
ვარ!
პაოლოს
ტყვია
ვარ
მიხაკიც,
ტიციან
შავჩოხიანი
რაინდიც
მე
ვარ
მირიან
მეფე
ვარ,
მუხლზე
დაჩოქილი,
და
ღმერთმა
დამანათლა
რწმენა
გრიგოლ
ხანძთელი
ვარ,
ბექა
ვარ
ოპიზარი
და
წმიდა
გიორგის
მტვერი
ვარ
ფეხთა
მე ახლა
მეფე
ვარ
ტფილისის!
შევარდენს
გავუშვებ
ფრენად
ექვთიმეს
განძი
ვარ
- ნამგზავრ
- ნაწამები
და
სულხან
- საბას
ლოდინიც
მე
ვარ
სამასმეერთე
არაგველი
ვარ
და
ცხრა
ძმაში
მეათე
მე
ვარ
დიდება
უფალს
- გზააბნეულთათვის
მართალთა
და
გლახაკთა
მწე
ვარ!
ქაქუცას
მედროშე
ვარ
და
ჰოი...
ძმები
დამიხვრიტეს.
დროშა
შემიგინეს
ჩორეხ
სული
ვარ
ობოლი
წერილს
ვწერ
მგზავრი
ვარ
გაგლახ,
ვიხიზნები
შორეთს.
მე
ვარ
ივერია
- ფურცლებდაფლეთილი
და
გული
სამმშობლოს
მთების
ტყვეა,
აკაკის
გამზრდელი
ვარ!
ნიკალას
ფუნჯი
ვარ!
და
მე
ის
შუბლი
ვარ
წიწამურში
რომ
ესროლეს
ტყვია.
და
ვარ
დიდოსტატი,
მარჯვენა
მოკვეთილი
ვაზის
ყვავილობის
დროა
დიდგორის
ველზე
ვარ
მერანით
გავფრენილი
და
ვიცი
აგვისტო
როა...
პაატას
თავი
ვარ,
მე
ერთაწმინდაში.
თორნიკე
ერისთავიც
ვარ
მირზა
ვარ,
გელოვანი
- ბრიანსკის
მიწაში
მტერთათვის,
კვლავ
სალი
კლდე
ვარ.
საძმო
სასაფლაოს
მუდმივი
სტუმარი
ვარ
და
ისევ,
ივრის
ჭალა
მიყვარს
ვბერდები,
მგონია,
ამათი
შემხედვარე
და
მაინც
27 წლის
ვარ!
ჩეჩნეთის
მიწა
ვარ
- ქართული
საფლავის
და
უკრაინის
მიწაც
მე
ვარ
მე
უსახელო
ვარ,
უფლის
ციხელივით
თამარ
მეფის
დაკარგული
საფლავიც
მე
ვარ.
(ცეკვა-კავკასიური)
აბობოქრებული
ხალხის
წყურვილი
ვარ
და
ვიცი
შენი
ძმაც, რომ
ვარ
მერაბ!
ქაშუეთის
კედელი
ვარ...ტყვიით დამცხრილული.
ზვიად,
შენი
სულიერი
ძმაც
მე
ვარ.
ეული
პოეტი
ვარ,
ლექსებში
მტირალი
და
ფიროსმანი
ვარ
- მხატვარი
ობლად
და
ვარ
ტერენტივით
თბილისზე
მგლოვიარე
და
ვარ
განდეგილი
- სოფლად
ქართლელი
გლეხი
ვარ
და
კახელი
მეღვინე
ვაზის
მოფერება
ვიცი,
ქეთევან
დედოფლის
ნაპოვნი
სამარხი
ვარ.
ამას
აღარ
უნდა
ფიცი...
სვანიც
ვარ,
თუშიც
ვარ,
ხევსურიც,
ფშავიც
მთიულიც
- იმერეულს
ვაშენებ
ოდას,
აჭარელიც
ვარ
და
გურული
კრიმანჭულით
მიყვები
ახლებურ
მოდას.
სვანური ცეკვა
ლაზიც
ვარ,
მეგრელიც,
საწმისიც
ოქროსი
„დიდოუ
ნანასაც“
ვმღერი,
ცხრა
აპრილს
დაჩეხილი
გმირიც ვარ
და
...
დავით
გარეჯელი
ბერიც.
ცეკვა ლაზური
მე
წიგნის
ფურცელი
ვარ
- „ვეფხისტყაოსანი“
და
შიო
მღვიმელი
ვარ
დღესაც
მე
ვარ
ტირილიც
და
ცრემლიც
სიხარულის
ვარ
ქართველი
დედის
კვნესაც...
მე
ის
ქართველი
ვარ,
რომელიც
გაგრაში
ცოცხლად
დამარხეს
და
დაწვეს
მე
სამაჩობლოში
- ძმობის
სახლს
ვაგებ
და
მადლობას
ვწირავ
გამჩენს.
სოხუმის
მტრედი
ვარ,
ფეხზე
ძაფმობული,
ერთად
ყოფნის
იმედის
მაცნე...
ოშკი
და
ზარზმა
საფიცრად
გამიხდა
დავლოცავ
ხახულის
ამბებს.
ჩემი
საინგილოს
ინგილო
ბიჭი
ვარ,
მე
აქ
ჭერიც
მაქვს
და
ბინაც
და
მე
ის
რაჭველი
მოხუცი
კაცი
ვარ
ნიკორწმინდას
მოუარა
ვინაც.
ვარ
გურამიშვილი
- ცოტნე
ვარ
დადიანი
და
ვარ
ტარიელი
შებმული
- ვეფხვის
იოანე
ზოსიმეს
აზრი
და
გონება
ვარ,
„დედა
ენისა“
და
თეთრი
ტაძარის
მონა
ვარ
დღესაც.
ვარ
კოლონკელისძეზე
გამოჯნურებული
და
იეთიმ
- გურჯის
მესაფლავეც
მე
ვარ.
მე
ვახტანგ
მეექვსე
ვარ,
ჩაკლული
სული
ვარ
ლევილის
საფლავთან
თავდახრილი
ვდგევარ
(სიმღერა
ფანდურით)
მე
ვახტანგ
მეფე
ვარ
- ჯაჭვპერანგ
ასხმული
დიდგორის
არწივის
ვარ
მზერა!
მტვერი
ვარ...
თბილისის
სუნთქვა
ვარ
მცხეთის
მარო
მაყაშვილის
თვალების
ტყვე
ვარ...
კოჯრელი იუნკების
საფლავს
ვთხრი
გოდებით
და
ლოცვად
მუხლმოყრილი
ვდგევარ
წვეთი
ვარ
შავი
ზღვის,
ფესვი
- ვარ
მუხის
დემეტრე
თავდადებულსაც
ვგევარ...
ნიკოფსიიდან
- დარუბანდამდე
შვილი
ვარ,
ქვეყნის
ქართულ
მიწიდან
ამოსული
ბალახიც
მე
ვარ
ძველი
ტფილისის ჩუქურთმას ვემსგავსები და
ხარფუხელი
მეფაიტონეც
მე
ვარ.
ვარ
დავით
მეფე
და
გიორგი
ბრწყინვალე
დათა
თუთაშხია
მე
ვარ...
მთაწმინდის
მთვარე
ვარ
- ღამეში
ჩაძირული
და
იცით?
თიბათვის
მზე
ვარ
აქ რამე სიმღერა
იყიდება
საქართველო,
მინდორ
- ველით,
მთა
- გორით
, ტყით, ვენახით, სათიბით, წარსულის ისტორიით, მომავალი სვე
ბედით,
მშვენიერის
ენით,
ნაქარგი
ფარჩა
- ხავერდით,
ვაჟკაცური
ხასიათით,
სტუმართმოყვარეობით,
დიდებული
სანახაობით,
წმინდა
ჰაერით,
ნაამაგევის
სახლით
დ
კარით,
ჩუქურთმებიანი
მონასტრებითა
და
ეკლესიებით,
მჩქეფარე
ნაკადულებით,
ლურჯი
ზღვით
იყიდება
საქართველო
დედით
და
მამით,
შვილით
და
ძირით,
ძმით
დით
ცოლით
და
ნათესავ
- მოყვარეებით
ყიდის
ყველა:თავად,მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა,
ჭკვიანი
და
სულელი,
ლოთი
და
პირაკრული...
იყიდება
ყველგან
ქუჩაში
და
სახლში,
თეატრში და სასამართლოში,
სატუსაღოში,
ეტლში,
მატარებელში,
დილით
და
ღამით,
სიცხესა
და
სიცივეში,
დარში
და
ავდარში,
უფასოდ,
ვისაც
რამდენი
სურს
და
როგორც
უნდა,
ნაღდად,
დროებით
და
სამუდამოდ,
ბანკის
საშუალებით
და
ჩვენი
დახმარებით.
იყიდეთ
ბარემ
მთლიანად,
გაწეწეთ
და
გაგლიჯეთ,
რასაც
საქართველო
ერქვა
და
რაც
დღეს
ოხრად
დარჩენილი
აძღებს
ყორნებს
და
გულს
უკლავს
უძლურ
ჭირისუფლებს.
სიმღერა აფხაზეთზე
აფხაზეთზე
ამ
კაცს
თვალი
უჭირავს
ეს
კაცია,
ალბათ
თურქი
თემის
და
მე
ვყვირი
ჩემს
სისხლს
დალევს
უწინამც
და
მე
ვმღერი
აფხაზეთი
ჩემი
როსმე
არგო,
სხვა
ხომალდი
გუშინამც
მოაპობდა
ზვირთებს
ნიჩბის
ცემით
და
მე
ვყვირი:
მკვდარს
მნახავენ
უწინამც
და
მე
ვმღერი
აფხაზეთი
ჩემი
ზღვაო
პონტის,
რიფებს
მალავ
უჩინარს
არაერთი
ზედ
მიემსხვრა
გემი
და
მე
ვყვირი:
ოხ,
უწინამც
უწინამც
და
მე
ვმღერი
აფხაზეთი
ჩემი.
(ფონი, სოფო ნიჟარაძის სიმღერა)
აფხაზეთის ტკივილიანი ტრაგედიიდან 20 წელზე მეტი გავიდა, თუმცა ამ უმშვენიერესი
კუთხიდან
დევნილი
მოსახლეობისთვის
ეს
ტრაგედია
მუდამ
ახალია,
უკვე
თაობა
გაიზარდა
ისე,
რომ
აღარ
უნახავთ
მშობლიური
მიწა,
არ
იციან
როგორია
ზღვა,
რომელიც
შორეია:
მხოლოდ
ფოტოებზე
უნახავთ
ქალაქი
სოხუმი,
გაგრა,
ულამაზესი
ბიჭვინთა.
ბევრი
დევნილის
ოცნება-
სიცოცხლის
უკანასკნელი
დღეები
გაეტარებინათ
მშობლიურ
მიწაზე
და
სამუდამოდ
ბინა
დაედოთ
აფხაზეთში,
აუხდენელი
დარჩა.
ჩვენი ქალაქიშ ქუჩებში დღესაც დააბიჯებენ ჯარისკაცები, რომლებაც თავის დროზე თავდაუზოგავად დაიცვეს აფხაზეთი, მაგრამ ბედის უკუღმართობით მათი თავგანწირული ბრძოლა უშედეგო გამოდგა. როგორ შეიძლება აფხაზეთი ჩვენი არ იყოფილიყო.
თამარ
მეფის
დროს
ხომ
საქართველო
ჯიკოფსიიდან
დარუბანდამდე
იყო
გადაჭიმული.
ზოგი
ეხლაც
ელოდება
თავისი
ნამოსახლირი,
გაცივებული
კერა.
დარწყმუნებილი
ვარ,
რომ
ისინი
ყველაფერს
აიღებენ
კვლავ
საკუთარი
მიწაზე
დასაბრუნებლად
მე არავინ
დამიკარგავს
იქ,
მაგრამ
ამავდროულად
დავკარგე
ხალხი,
რომელმაც
შემოინახა
დღემდე
სამშობლო.
მე
მჯერა,
რომ
ყველანი
ერთად
დავბრუნდებით
მშობლიურ
მიწაზე
და
აფხაზი
ქართველს
კვლავ
უმღერებს
მეგრულ
ნანას.
ჩემი
მორდუ
აფხაზეთში
იზრდებოდა
თარბებთან,
ბადეს
შლიდა...
და
მშვილდ
- ისრით
ტყეში
ნადირს
არბევდა
ხვიჩას
ზრდიდნენ
აფხაზები
ჩაუქად
და
რაინდად
ბეჭზე
ორბად
შეუფრინეს „ურაიდა რაიდა“
რა
პატარა
ხარ
(ალბათ
ცრემს
თუ
აღემატები)
და
რამდენ,
რამდენ
სიმწარეს
და
სიხარულს
იტევ,
მანდ
აფხაზეთში
დაგვიგია
კაკანათები
აქ
კი
საფარში
ვუჯექით
ჩიტებს
ძიძიშვილობდნენ
წინაპარი
სახლიკაცები
და
მხარზე
ეჯდათ
ერთი
ჭინკა
და
ანგელოსი
ქორი
წიწილას
აფხაზეთში
თუ
არ
უტაცებდა
ჰაუ,
ჰაუო,
გვიყვირია
სამეგრელოში
ჩვენს
მონადირეს
აჯავრებდნენ
თქვენი
ჩხიკვები
ბევრჯერ
ეგ
თხებიც
ჩვენს
ქანჩახებს
რქებით
ეკიდა
და
მორგუ
აქედან
თუ
ოდესმე
დააცხიკვებდა
ხვიჩას
სიცოცხლე,
ეძახოდნენ
აფხაზეთიდან
ერთი
მამალი
აღვიძებდა
ოდიშ
- აფხაზეთს.
ო
აფხაზეთო,
ბევრი
კარგი
მოყმის
გამდელო,
ამორძალი
ხარ,
მკერდმოჭრილი
უსაქართველოდ,
მაგ
ტკბილ
კალთში
თავს
ჩაგიდებ
და
გავყუჩდები
ლოცვით,
მადლობით აღსარებით მოთრთის ტუჩები.
შენს
კალათს
ასდის
თაფლის
სუნი,
ირმის
რძის
სუნი.
მენატრები
აფხაზეთო,
შენი
ზღვით
მიწის
ფერით
ვითომ
მოძმემ
და
ღალატმა,
რომ
წაგვართვა
ყველაფერი
ისევ
მინდა
შენს
ცის
თაღზე
ვარსკვლავები
ვთვალო,
ვთვალო
ჩემს
მშობლიურ
აფხაზეთში
დამაბრუნე
გთხოვ
უფალო.
(სიმღერა გამარჯობა აფხაზეთო შენი)
გამარჯობა
სოხუმო.
უკვე
რამდენი
წელია
არ
შევხვედრილვართ
ერთმანეთს,
სიზმრებში
თუ
გაიელვებ
და
ეს
არის,
როგორ
ხარ?
როგორ
ცხოვრებ?
რა
გჭირს?
ვის
არ
ვეკითხები
შენს
ამბავს.
ადამიანებს
გაზეთებს,
რადიოს.
მომისაკლისებ
თუ
არა?
თუ
უკვე
სულაც
აღარ
გახსოვარ?
შენ
ჩემთვის
მარტო
მშობლიური
ქალაქი
როდი
ხარ,
ან
მამის
შვილის
საფლავი,
ან წინაპართა
ძვალშესანახი,
ანდა
წარსული.
სამივე
ჟამი
ბრუნავს
შენში
და
სამი
დროიდან
გესაუბრები,
ჩემო
ერთადერთო
ქალაქო,
ტკივილო
და
აღმაფრენავ, შენ მშობელი ხარ ჩემი, ძმა, და შვილი,
მოკეთე,
ნაცნობი,
მეგობარი,
დიდი
ხნის
უნახავი.
როდესაც ძალზე მომენატრები ფიქრებში, გესაუბრები. გაიგებს
ვინმე
ამ
ქვეყნად
თუ,
ვინ
ხარ
შენ
ჩემთვის?
არაფერი
მაქვს
დასამალავი,
არც
მოსარიდებელი.
მე
შენ
მიყვარხარ.
გხედავდი როგორ გამსხვრევდა ომი, როგორ გძარცვავდა, გწვავდა, გაწამებდა,მაგრამ ვერაფერი მოვიმოქმედე მის შესაჩერებლად. ვეღარ
გიშველე.
სოხუმო!
მაპატიე
უსუსურობა!
შემინდე!
განა
როდესმე
წარმოვიდგენდი
ომს
შენს
ქუჩებში,
ცხედრებს
შენს
ზღვაში?
გაბუგულ
შენობებს,
გადამწვარ
ხეებს
ცეცხლწაკიდებულ
ცას?!
ვერასოდეს,
ვერასოდე,
აღარასოდეს!
შენი მდინარე თუ იცვლის
ფერს
დროგამოშვებით
შენი
ბესლეთი?
არსებობს
კიდევ
ბესლეთის
პატარა
ნავსადგური?
გადიან
კი
ზღვაში
ნავები
თევზის დაჭერად?
მამისეული სახლი რა დღეშია?
ანდა
ჩემი?
ვინ
ცხოვრობს
ჩვენს
ოთახებში?
ვინ
ანთებს
ჩვენს
ბუხარს?
ვინ
ისვენებს
ჩვენს
ტახტზე?
ვინ
აწკრიალებს
ჩვენს
ჯამ
- ჭურჭელს.
ეჰ რამდენი
მიტოვებული
სახლია
ახლა
აფხაზეთში
ჩვენი
სასაფლაოები
რა
დღეშია?
რამდენ კაცზე მინდა გკითხო ცოცხალია თუ არა?
ჰო
გულრიფში
როგორ
არის
? ან
ზღვა
რასა
იქმნს?
რეკენ
ზარებს
შენი
ეკლესიების?
ნეტავი
წერა
შეგეძლოს,
რამდენ
რამეს
მომწერდი.
შენი
ზღვა
მენატრება
შენი
წვიმები.
შენი
ლურჯი
და
ნაცრისფერი
წვიმები.
მე
შენს
წვიმებში
ვიზრდებოდი,
სხვაგან
კი
ვსველდებოდი
მხოლოდ.
აფხაზეთის
წვიმა
მიყვარს
იცი
რად?
მგოსნის
ხმა
აქვს,
როს
ფოთლებზე
ხმაურობს.
მოიმღერა,მოიმღერა
აქ
ღვითომ...
აფხაზეთის
წვიმა
მიყვარს
ამიტომ...
სწივმა
მოდის,
კოკის
პირით
იღვრება,
ხმა
შრიალებს
დაფნისა
და
ლიანის,
და
ღრუბლიდან
ეშხით
გამოიხრება
მოგონება
სიყვარულის
მზიანის,
მოიმღერა,
მოიმღერა
აქ
ხვითომ
აფხაზეთის
წვიმა
მიყვარს
ამიტომ.
შენი ჯადოსნური ზღვა მენატრება. ვხედავ შენს მთვარეს. ვეფერები შენს მზეს, შენს ბალახს, შენს ფრთამოტეხილ ობოლ თოლიებს. მაგრამ შენ უხილავ მანათობებზე შორსა ხარ უკვე. მე მხოლოდ
შენში
ცხოვრებისას
ვამბობდი
„მოვედი.“
უკვე
რამდენი
წელია
წასული
ვარ
და
ვერ
მოვედი,
სულ
სხვაგან
„იქა“
ვარ.
შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ, ჩემი სახელმწიფო, პლანეტა. ვბრუნდები, უსასრულოდ ვბრუნდები შენსკენ მაგრამ არც ერთ გზას არ მივყავარ
შინისაკენ.
უსიერში
არ
ჩანს
მშობლიური
სახლი.
როგორც იქნა წამოწვიმა. სველი ღრუბლების სველმა ლანდებმა ზღვა გამახსენა. ზღვამ სოხუმი, სანაპირო, დელფინები, მომაკვდავი დელფინების სიტყვა „ჩვენ მოგვატყუეს“, ჩვენ მოგვატყუეს იმედით, რწმენით, ისტორიით, თავისუფლებით, მშვიდობით, ტახტებით, ანგარიშსწორებით.
ჩვენ მოგვატყუეს. სიძულვილით, სიბრიყვით, შიშით, იარაღით, სისხლით, გაერთიანებით, იმედით
დასახიჩრებული
სხეულით,
ყველამ
და
ყველაფერმა.
ჩვენ მოგვატყუეს გუშინ, დღეს, ხვალ, ხვალაც მოგვატყუებენ, რათა ჩვენ მოვკვდეთ
რუსთაველზე
წმინდა
ნინოს
და
მაცხოვრის
ხატთან,
რუსთაველზე,
მლოცველების
და
სანთლების
ზღვასთან.
მოღალატის,
კაცისმკვლელის,
სატანების
ფერხთით,
ჩხრიალებდა,
ჩხრიალებდა
ოცდაათი
ვერცხლი
აფხაზეთში,
ცხუმის
ცის
ქვეშ
და
რუსთაველის
ძეგლთან
აფხაზეთში,
საქართველოს
მაჯასთან
და
მკერდთან
მოღალატის,
გარეწარის
ანტიქრისტეს
ფერხთით,
ცხრიალებდა,
ჩხრიალებდა
ოცდაათი
ვერცხლი.
სამაჩაბლოს
თეთრი
ტაძრის
და
ლიახვის
პირას,
სამაჩაბლოს,
ავი
ხელით
ტყვიადახლიხ
დილას
მოღალატის,
მოძალადის
და
ხიზანის
ფეხით
ჩხრიალებდა,
ჩხრიალებდა
ოცდაათი
ვერცხლი
ოცდაერთში,
კოჯრის
ტყესთან
და
თბილისის
კართან
რუსთაველზე,
მლოცველების
და
სანთლების
ზღვასთან
აფხაზეთში,
ცხუმის
ცის
ქვეშ
და
რუსთველის
ძეგლთან
ქვემო
ქართლში,
სიონთან
და
წინაპართა
ძვლებთან
მოღალატის,
ნაძირალას
უცხო
ტომთა
ფერხთით
ჩხრიალებდა,
ჩხრიალებდა
ოცდაათი
ვერცხლო
გაყიდული
საქართველო
გაყიდული
სისხლი
გაყიდული
მაცხოვარი
გაყიდული
ფიცი
ოცდაათი
სატკივარი
ოცდაათი
ცეცხლი
ოცდაათი
სიძულვილი
ოცდაათი
მეხი
ოცდაათი
ნაძირალა
შარაგზაზე
გდია
საქართველოს
მოღალატეს
საქართველოს
მოღალატეს
საქართველოს
მოღალატეს
ოცდაათი
ტყვია.
ისმის
სიმღერა
„ქართული
ხელი
ხმალს
იკარ“
ძმანო
მითხარით
რამ
დაგახონათ/
ნუთუ
დაჰკარგეთ
სხეულად
რწყმუნება?
ნუთუ
არ
გჯერათ,
რომ
ის
მამული
რომელიც
ზრდიდა
წასულს
გმირებსა.
კვლავ
შეძლებს
შვილების
ღზრდას.
და
მათი
შვილნი,
მათი
რძით
ზრდილნი
ერთი
შეხედვით
რომ
ვერ
წახდება?
სალამი
სალამს.
ხერთვის
და
რუსთვის
რუსთვის
და
არმაზს
არმაზს
და
ჭყონდიდს
ჩვენ
ბევრჯერ
ვიშვით
და
ბევრჯერ
მოვკვდით
და
როცა
მოვკვდით
ყოველთვის
ვცხონდით
სალამი
სალამს
ნინოს
და
თამარს,
თამარს
და
ნინოს,
და
ისევ
თამარს.
თევდორე
ხუცესს
პაატა
რაინდს,
ცხრა
ლომგულ
ძმას
და
არგველ
სამასს.
ყველანი
აქ
ვართ,
აქ
არის
ყველა
შეხედეთ
ცოტნეც
მოვარდა
ჩორთით
საქართველოსთვის,
საქართველოსთვის
საქართველოსთვის
ბიჭებო
სწორდით.
ჩვენ
სოხუმში
გემით
დავბრუნდებით.
დღე
იქნება
ნათელი.
ცა
უღრუბლო,
იქნება
დილა
ან
შუადღე,
გემი
დაიბუბუნებს
და
ღია
ზღვაში
გავა.
გამოგვაცილებენ
თოლიები,
ჰაერი
იქნება
წმინდა
და ლურჯი
ზღვასავით
გავუსწორდებით
თუ
არა
ენგურს,
გამოაცხადებენ,
რომ აფხაზეთში
შევდივართ,
გული
სხვანაირად
დაიწყებს
ფეთქვას,
ფრთებს
მოისხამს
სხეული
ცაში
გამოჩნდება
თვითმფრინავი
თეთრი,
ქათქათა,
შემდეგ
გულრიფში,
პალმებში
ჩაფლული
თეთრი
კორპუსები.
მერე
აგუძერის
პლაჟი,
კელასაურა... ზოგს მუხლები
უმტყუნებს,
აუკანკალდება
თვალები
ცრემლებით
აევსება.
მოაჯირს
ჩასჭიდებს
ხელს
და
თითებში
სისხლი
გაეყინება.
რა
გასაკვირია?!
ჩვენ
ხომ უკვე
სოხუმში
ვართ!
დავბრუნებამ
იცის
ასე
პლაჟი...
პლაჟი...
პლაჟი...
სონატორები,
სოხუმის
მთა,
სატელევიზიო
კოშკი.
აი
ბესლეთი,
ევკალიპტები,
კორომი,
თეატრი
„რიწა:“
„აფხაზეთი“
და
პა
- პორტიც.
გუგუნებს
გემი.
პორტში
ხალხი
ირევა,
ხელს
გვიქნევენ.
გემიც
მიადგება
სანაპიროს,
დაბლა,
დაბლა
დაეშვება
კიბე,
შემოგვხვდებიან
მეგორები,
მეზობლები,
ნაცნობები,
უცნობებიც
კი.
(ზ.
კორინთელის
გამარჯვება
აფხაზეთო)
ჩვენ
დაგვხვდება
ომგადახდილი
სოხუმი
და
გვკითხავს
როგრ
გრძნობ
თავს?
დიდებულად,
დუდებულად.
ჩვენ
ხომ
უკვე
სახლში
ვართ.
სოხუმში
ვართ.
და
როცა
ჩვენ
სოხუმში
დავბრუნდებით.
დღე
იქნება
ნათელი,
ცა
უღრუბლო,
ზღვა
ლურჯი,
- ასე
სჯერა
გურამ
ოდიშარიას,
სოხუმელ
მწერალ
კაცს
და
სხვა
მრავალ
სოხუმელს,
დრანდელს
ოჩამჩირელს
და
ათასობით
სხვას,
დღეს
რომ
ლტოლვილად
ქცეულა.
მათ
შინ
დაბრუნების
იმედი
ასულდგმლებთ,
სადაც
არ
უნდა
იყვნენ
ისინი
ამჯამად.
გულის
უხილავი
ძაფებით
მიბმული
არიან
მშობლიურ
კერას
ღმერთმა
ინებოს
და
მათი
და
ჩვენი
სატკივარი
უმწარეს,
მაგრამ
მხოლოდ
მოგინებად
იქცეს
და
ყველანი
დაუბრუნდნენ
თავიანთ
კუთხეს
არა
მხოლოდ
ოცნებებში,
ფიქრებში
სიზმრებში
არამედ
ცხადში.
როცა
ისინი
ყველანი
დაბრუნდებიან
აფხაზეთში
დღე
იქნება
ნათელი,
ცა
უღრუბლო
მუსიკა აფხაზეთზე
No comments:
Post a Comment