მე-11 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის მადონა ბენდელიანის 2020-2021 წლის 2 სემესტრის და წლიური ანგარიში.
წელს
მყავს მე5-დ.მე6ბ,მე-6დ და მე-10ა კლასი,სულ 113 მოსწავლე.მიმდინარე წლის მეორე სემესტრში
ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სტანდარტებიდან გამომდინარე შედეგები დამაკმაყოფილებელია.მე10ა
კლასის 30% წარჩინებულია,წარუმატებელი მოსწავლე არ მყავს,მე6ბ კლასში წარჩინებულია34%,წარუმატებელი
მოსწავლე არ მყავს.მე6დ კლასის 21% ია წარჩინებული, წარუმატებელი მოსწავლე არ მყავს.ჩატარდა
სხვადასხვა პროექტები და პრეზენტაციები საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით,მე10
კლასში განვახორციელე პროექტი,, საქართველოს ისტორია და მათემატიკა სადაც ისტორიული თარიღები დაკავშირებული იყო მოდულიანი განტოლებების და უტოლობების ამოხსნასთან .მოსწავლეებმა
საინტერესოდ წარმოადგინეს თემები ისტორიულად და მათემატიკურად.განახორციელეს პროექტი,,21ე
საუკუნის ვირუსები’’წარმოადგინეს პრეზენტაციები. მე6 კლასებში ჩავატარე,, სივრცული
სხეულები ‘’ვიდეო გაკვეთილები,შესაბამისად მოსწავლეებმა წარმოადგინეს
სხვადასხვა საკითხებზე პრეზენტაციები სლაიდ შოუების გამოყენებით.შაბათობით მუშაობას
აგრძელებდა მათემატიკური კლუბი,,ევერესტელები“სადაც მოსწავლეები უამრავ პატარ პატარა
პროექტებს გეგმავდნენ და ახორციელებდნენ,ხდებოდა იდეების რეგენერირება,კრიტიკული აზროვნების
განვითარება და მოწავლეების შემოქმედებითი უნარ ჩვევების ჩამოყალიბება.მე5დკლასში
2 სემესტრში საგნის პედაგოგებმა ესგ-ს სტანდარტებიდან
გამომდინარე მოსწავლეები შეაფასეს განმსაზღვრელი შეფასებით.კლასში განხორციელდა პროექტი’’
კეთილი საქართველო’’მოსწავლეები ეკონომიურად დაეხმარნენ სხვა რეგიონის სკოლის თანატოლებს,გაუგზავნეს უამრავი
საჩუქრები და სასწავლო ნივთები ,პროექტის სლოგანი იყო ,,სიკეთე გადამდებია’’. 30 მარტიდან
საქართველოში დაიწყო ონლაინ სწავლება.შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენმა სკოლამ
დაიწყო სასწავლო პლათფორმა ,,თიმსის’’ დანერგვა სკოლაში,რაც უმოკლეს დროში წარმატებით
განხორციელდა.ჩვენი სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა ჩართული იყო ონლაინ
სწავლებაში.თიმსის საშუალებით დავძლიეთ ესგ-ით გათვალისწინებული საკითხები ყველა კლასში.მოსწავლეები
აქტიურად იყვნენ ჩართულები ტელესკოლის მიერ ჩატარებული გაკვეთილების მოსმენაში.გავწევრიანდით
ტვსკოლაში,საიდანაც მოსწავლეებს ხშირად ვაწვდიდი ტესტებს და გვქონდა უკუკავშირი.შემაჯამებელი
ტესტები მოსწავლეებს მივაწოდეთ ტვ სკოლიდან,რისთვისაც საიტის ხელმძღვანელობას მადლობას
ვუხდით დახმარებისთვის.ონლაინ სწავლების დროს ვიყენებდი პროექტულ სწავლებას,მოსწავლეები
ადგენდნენ დიაგრამებს,მოიძიებდნენ ინფორმაციებს,იკვლევდნენ საკითხებს და ატარებდნენ
ონლაინპრეზენტაციებს.ისინი განიხილავდნენ ონლაინ სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებს,გამოქონდათ
დასკვნები.მომავალ სასწავლო წელს აუცილებლად გავაგრძელებთ ,,თიმსის’’პლათფორმის გამოყენებას
სასწავლო პროცესში,ეს აუცილებელია,მაგრამ ცოცხალ საგაკვეთილო პროცესს არაფერი არ შეედრება.იმედია
მომავალი სასწავლო წლიდან მოსწავეებთან ერთად ცოცხლად გავაგრძელებთ განათლების მიღების
ბილიკებზე სიარულს.
No comments:
Post a Comment