სსიპ დეხვირის საჯარო სკოლის მასწავლებლის მადონა ბენდელიანის
წლიური ანგარიში.
2021-2022სასწავლო
წლის 1 სემესტრის მონაცემებით მოსწავლეებმა შეასრულეს ესგ თი გათვალისწინებული შედეგები.მიუხედავად
კოვიდ პანდემიისა,სრულად ჩატარდა სასწავლო პროცესი ონლაინ და სასწავლო გარემოში.ვასწავლი5,6,7,8
და 9 კლასის მოსწავლეებს.მე5 კლასSი არის ორი მოსწავლე.ალექსანდე გუგავამ წარმატებით
დახურა მე5
კლასის კურსი.ის ხშირად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა მათემატიკურ კონკურსებში .იყო
,,izrune.gi’’ საქტიური თანამონაწილე.მე-6 კლასში
ირიცხება ერთი მოსწავლე.ნინი ყვირილიანმა წარჩინებით დახურა მე-6 კლასის კურსი.ნინი
ხშირად აკეთებდა სხვადასხვა პროექტებს,ქმნიდა სლაიდ შოუებს და წარმოადგენდა მათ პრეზენტაციებს
.ამისთვის იყენებდა თიმსის პლატფორმას.მე7 კლასჭი არის ერთი მოსწავლე.მარი სილაგაძემ
წარმატებით დაძლია მე7 კლასის კურსი.მარიმ გააკეთა სხვადასხვა პროექტები კომპლექსური
დავალებების საშუალებით და წარმოადგინა პრეზენტაციები.ის კარგადაა დაუფლებული ელექტრონული
რესურსების გამოყენებას,ინტერნეტის საშულებით ბევრ საგანმანათლებლო ცოდნას იძენს.ესწრებოდა
ტელეგაკვეთილებს.ნინი და მარი ერთობლივად მუშაობდნენ სხვადასხვა პროექტებზე,უზიარებდნენ
ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას და პოვერპოინტის საშუალებით აუდიტორიის წინაშე წარმოადგენდნენ
პრეზენტაციებს.მე8 კლასში ირიცხება 2 მოსწავლე.მათ წარმატებით დაძლიეს კურსი.ერთობლივად
მუშაობდნენ კომპლექსურ დავალებებზე.მიხეილ ჭაბუკიანთან ერთად განიხილეს წრფივი ფუნქცია,ერთობლივად
გადაწყვიტეს ,,უდიდესი ფართობის პოვნა’’სხვადასხვა გზებით.მათ გამოიყენეს სინჯვის ხერხი,ხოლო
მიხეილმა კვადრატული ფუნქცია.პრობლემა დადებითად გადაწყვიტეს.მე9 კლაში ირიცხება ერთი
მოსწავლე.მიხეილმა წარმატებით დაძლია მე9 კლასის კურსი. მას კარგად ჰქონდა განვითარებული
ტექნიკური რესურსების გამოყენების უნარ ჩვევები. საგაკვეთილო პროცესში ის ხშირად იყენებდა
თიმსის პლატფორმას.წარმოადგენდა მისი საშუალებით სხვადასხვა პრეზენტაციებს.შემაჯამებელი
დავალებების შესრულების შემდეგ გამოიკვეთა პრობლემები.მოსწავეებთან ერთად შევიმუშავეთ
მათი დაძლევის გზები.მოსწავლეებისათვის ძირითადი პრობლემა არის ის,რომ არ ჰყავთ კლასელი
,ამიტომ ხშირად მაწავლებელთან უწევთ ხოლმე დებატები,საკუთარი აზრის დაფიქსირება.ვცდილობდი
ზოგჯერ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩამეტარებინა გაკვეთილები,რამაც დადებითი
შედეგი გამოიღო,ისინი უფრო ყოჩაღად პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს.
უმაღლესი
შეფასება დაიმსახურეს მიხეილ ჭაბუკიანმა,ალექსანდრე გუგავამ და ნინი ყვირილიანმა.ყველა
მოსწავლეს აქვს განვითარებული ინფორმაციულ ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება სასწავლო
პროცეში.
2021-2022 სასწავლო წლის შემაფერხებელი იყო კოვიდ პანდემია,რამაც გარკვეული
პრობლემები გამოიწვია სწავლების პროცესში,ამიტომ 2022-2023 სასწავლო წლისათვის უნდა
დაიგეგმოს ამ პრობლემების გადაჭრის გზები.
პედაგოგი:ბენდელიანი მადონა.
No comments:
Post a Comment