Monday, October 10, 2022

კომპლექსური დავალება როგორ გავხდე მილიონერი

 

 

როგორ გავხდეთ მილიონერი

 

 

 

 

მიმართულება - რიცხვები სასწავლო თემა:

ფარდობა, პროცენტი

სამიზნე ცნება: პროცენტი, ფარდობა

მაკრო ცნება: რაოდენობრივი მსჯელობა, ფორმა

კლასი: 8

დრო: 4 კვირა

საკითხი: ფარდობა პროპორცია ქვესაკითხები:

       ფარდობა, პროპორცია

       რიცხვის დაყოფა პროპორციულ ნაწილებად

       მასშტაბი

       ამოცანების ამოხსნა პროპორციის მეშვეობით

 

საკითხი: პროცენტი ქვესაკითხები

       რიცხვის პროცენტის პოვნა და რიცხვის პროცენტის და ნაწილების კავშირი

       პროცენტის ცვლილება

       ფინანსური მათემატიკა

 

საკვანძო კითხვა:

რომელი უფრო მომგებიანია ანაბარზე თანხის დადება თუ ინვესტირება?

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თანხის ანაბარზე დადების დროს ან ინვესტირებისას?

 

პროექტი: როგორ გავხდეთ მილიონერი

                 თანხის ანაბარზე დადება და  დაზოგვა

 

 

 

დავალების პირობა:

 

3). თუ 10 წლის ვადით დააბანდებ თანხას ბანკში რა იქნება მოგება? რა თანხას გამოიტან ბანკიდან სულ? რამდენი პროცენტიანი მოგება ნახე საწყის თანხასთან მიმართებით?

4). თუ 10 წლის ვადით დააბანდებ თანხას საინვესტიციო ბანკში რა იქნება მოგება? რა თანხას გამოიტან საინვესტიციო კომპანიიდან სულ? რამდენი პროცენტიანი მოგება ნახე საწყის თანხასთან მიმართებით?

5). შეადარე, რა უფრო მომგებიანია 9 წლის ვადით დაბანდება ბანკში თუ საინვესტიციოში? რამდენი პროცენტით მეტს სარგებელს ნახავთ?

6). შეადარე, რა უფრო მომგებიანია 10 წლის ვადით დაბანდება ბანკში თუ საინვესტიციოში? რატომ? რამდენი პროცენტით მეტს სარგებელს ნახავთ? პრეზენტაციის წარმოდგენა: თითოეული გამოთვლა  წარმოადგინეთ ცხრილის მეშვეობით, ცხრილი ააგეთ ექსელში ან ვორდში; დაწერეთ მარტივი პროცენტით სარგებლის დარიცხვის გამოსათვლელი ფორმულა, ასევე სრული თანხის მისაღები ფორმულა.  ახსენით როგორ მოახდინეთ ფორმულირება?

თუ შეძლებთ დაწერეთ რთული პროცენტის გამოსათვლელი ფორმულა- არ არის სავალდებულო ფორმულირება, ცხრილით წარმოდგენა და  სწორად დათვლა. დარიცხვა  საკმარისია.

ასევე  ამოიწერეთ და წარმოადგინეთ ტერმინების განმარტება:

      რას ნიშნავს მარტივი დარიცხვის მეთოდი?

      რთული დარიცხვის მეთოდი?

      ინვესტირება?

      ანაბარი? საპროცენტო განაკვეთი?

სრული ინფორმაცია დააორგანზეთ ვორდში ან ნაშრომი წარმოადგინე პრეზენტაციის ( power point-ის) სახით.

რეკომენდაციები მოსწავლეს

დავალების შესრულებაში დაგეხმარება შემდეგი ვიდეოგაკვეთილი: პროცენტი - გაკვეთილი 1

პროცენტი -  წილადების, ათწილადების და პროცენტის კავშირი  პროცენტი - გაკვეთილი 2 ; ამოცანების ამოხსნა მარტივი და რთული პროცენტი - ფინანსური მათემატიკა

 

შეფასება

 

 

 

მეთოდები/ სტრატეგიები ცოდნის შესაფასებლად

 

სწავლების პროცესში შეფასდება როგორც განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი შეფასებით

 

პრროცესში შეფასება შეიძლება მოხდეს SOLO ტაქსონომიის მიხედვით, რაც გულისხმობს Structure of learning outcomes  შეფასების ინსტრუმენტები/სახეები:

         ქვიზი

         სადიაგნოსტიკო ტესტი

         დიაგრამით, ცხრილით ნასწავლის დემონსტრირება

         რამდენიმე სიტყვით შეაჯამე რა  იყო ძირითადი იდეა 

         1 წუთიანი შეჯამება  - სიტყვიერი ან წერილობითი 

         დისკუსია, განხილვა წყვილებში

         მოსწავლის თვითშეფასება

         მოსწავლეების მიერ ერთმანეთის შეფასება

         სასწავლო თემის შემაჯამებელი ტესტი

 

No comments:

Post a Comment