გაკვეთილის გეგმა
საგანი: მათემატიკა
პედაგოგი: მადონა ბენდელიანი
თარიღი: 6/10/2020
სწავლების საფეხური: დაწყებითი
კლასი: მე-6
მოსწავლეთა რაოდენობა: 30
სსსმ მოსწავლე: --
თემა: ათწილადები
მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს ათწილადების შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის
გამოყენებით. გამოიყენოს ათწილადების ცოდნა რეალურ ვითარებაში. მაგ: მაღაზიაში პროდუქციის
წონასადა ფასს შორის კავშირი
ესგ-სთან შესაბამისობა: მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფითი რაციონალური რიცხვების
გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით
გამოყენებული აქტივობები: მოთელვა, კლასის მობილიზება, სამოტივაციო ამოცანა,
პრობლემის ფორმულირება, ცოდნის კონსტრუირება, გამთლიანება, რეფლექსია
წინარე ცოდნა: მოსწავლემ უნდა იცოდეს ათწილადის წილადად გადაქცევა,
ათწილადის რიცხვით ღერძზე გამოსახვა, წილადის ათწილადად გადაქცევა, სასრული ათწილადის
წაკითხვა და ჩაწერა
გამოყენებული რესურსები: სახელმძღვანელო, ბარათები, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, პროექტორი,
თვალსაჩინოებები, დაფა, ცარცი, ფანქარი, ფორმატის ფურცლები
N |
აქტივობის აღწერა |
მეთოდი / მეთოდები |
კლასის ორგანიზების ფორმა |
სასწავლო რესურსები |
დრო |
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი |
1. |
მასწავლებელი
,,გონებრივი იერიშის’’ სახით მოსწავლეებს უსვამს შეკითხვებს, რას ეწოდება ათწილადი?
როგორ ხდება ათწილადის გამოსახვა რიცხვით ღერძზე? როგორ
ხდება წილადის ათწილადად გადაქცევა? მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს ბარათებს სადაც
ჩაწერილია წილადი სადაც მნიშვნელში ჩაწერილია 1 იანით და 0 ებით დაბოლოებული რიცხვები
და სთხოვს მოსწავლეებს წარმოადგინონ ათწილადის სახით. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს
წყვილებში მუშაობას და დახაზონ რიცხვითი სხივი, 1 მთელი დაყონ 10 ტოლ ნაწილად, აღნიშნონ
რიცხვით ღერძზე შესაბამისი ათწილადები |
,,გონებრივი
იერიში’’, ბარათებზე მუშაობა |
ინდივიდუალური
და წყვილებში |
ბარათები |
5
წთ |
მოსწავლეები
იხსნებენ ათწილადის ჩაწერის ფორმას, ათწილადის წილადად გადაქცევას და რიცხვით ღერძზე
ათწილადების გამოსახვას |
2. |
მასწავლებელი
პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს აჩვენებს რიცხვით წრფეს, რომელზეც გამოსახულია
დანაყოფები და ათწილადითაა აღნიშნული, მაგ: A წერტილის
კოორდინატია 0.5 ხოლო მის მარჯვნივ მდებარე B წერტილის კოორდინატი
0.7, სვამს შეკითხვას რომელი წერტილის კოორდინატია რაოდენობრივად მეტის აღმნიშვნელი. მოსწავლეები ასკვნიან, რომ
რიცხვით ღერძზე მარჯვნივ მდებარე წერტილის კოორდინატი უფრო მეტია, შესაბამისად ასკვნიან,
რომ 0.7 მეტია 0.5 ზე. შემდეგ აჩვენებს მეორე რიცხვით ღერძს სადაც მოცემულია
1.715 და 1.719, და სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ რაოდენობრივად მეტი ათწილადი,
განიხილავენ რამდენიმე მაგალითს რიცხვით ღერძზე. |
,,სკაფოლდინგი’’ |
ინდივიდუალური
და წყვილებში |
პროექტორი |
5წთ |
მოსწავლეები
ეცნობიან რიცხვით ღერძზე ათწილადების განდაგებას და ახერხებენ შედარებას |
3.
|
მასწავლებელი
ახსენებს მოსწავლეებს ათწილადში თანრიგებს, თუ რომელია მეათედი, მეასედი, მეათასედი
და ა. შ და სვამს შეკითხვას, თუ მოცემული არ გვაქვს რიცხვით ღერძზე ათწილადები, როგორ
შევადაროთ ერთმანეთს ათწილადები, მოყავს რამდენიმე მაგალითი ათწილადების შედარების
და სთხოვს მოსწავლეებს დააფიქსირონ სწორი პასუხი. მოსწავლეებთან ერთად ადარებენ მთელ
ნაწილს თუ ტოლია მთელი ნაწილი, გადადიან მეათედების შედარებაზე, თუ მეათედები ტოლია
მეასედების შედარებაზე და ა.შ.. იხილავენ რამდენიმე მაგალითს სანამ მოსწავლეები არ
მივლენ დასკვნამდე, რომელი ათწილადია მეტი და ზოგადათ აყალიბებენ ათწილადების შედარების
წესს. |
კითხვა
პასუხი |
მთელი
კლასი ინდივიდუალური
პასუხები |
პროექტორი დაფა
ცარცი რვეული |
10
წთ |
მოსწავლეები
წარმოადგენენ და გაიაზრებენ ათწილადების შედარების წესს და პრაქტიკულ მაგალითების
საშალებით დაადგენენ მეტია ნაკლებია თუ ტოლია ათწილადები |
4. |
მასწავლებელი
წყვილებს აძლევს ბარათებს სადაც დაწერილია რამდენიმე ათწილადი და სთხოვს მოსწავლეებს
დაალაგონ ეს ათწილადები ზრდადობის მიხედვით, მაგალითად (0.202; 0.002; 2.200;
2.02; 202) მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში და ალაგებენ მოცემულ ათწილადებს ზრდადობის
მიხედვით |
დამოუკიდებელი
სამუშაო |
წყვილებში |
რვეული
კალამი ბარათები |
10წთ |
მოსწავლეები
განამტკიცებენ ცოდნას ათწილადების შედარებაზე |
5, |
მოსწავლეებს
ეძლევათ ამოცანა, რომელში ასახულია მაღაზიაში რომელიმე პროდუქციის წონისა და ფასსის
დამოკიდებლება მაგ: დათო
შედის მაღაზიაში და სურს იყიდოს ძეხვი. არჩევანი ორნაირია: ნოკორას
ძეხვი 1 კგ ღირს 7.5 ლარი და შინხოფერის ძეხვი, რომელიც ღირს 7.9. როგორ ფიქრობთ,
რომელი ძეხვი უნდა იყიდოს დათომ? |
დამოუკიდებელი
სამუშაო |
წყვილებში |
რველი
კალამი თაბახის
ფურცელი ბარათი |
5წთ |
მოსწავლეები
ააჯამებენ შეძენილ ცოდნას ათწილადების შედარების შესახებ |
6. |
მასწავლებელი
ურიგებს ბავშვებს ბარათებს სადაც წერია ცხრილის სახით მოცემული აქტივობა. რა
ვიცოდი? რა
ვისწავლე? რა
მინდა ვიცოდე? და სთხოვს შეავსონ |
დამოუკიდებელი
სამუშაო |
მთელი
კლასი ჩართულია |
ბარათი |
5წთ |
მოსწავლეები
აანალიზებენ მიღებულ ცოდნას და გეგმავენ სამომავლო კითხვებს |
7. |
შეფასება
და საშინაო დავალების მიცემა |
შეფასება
ხდება შეფასების რუბრიკის რუბრიკა, |
|
|
5წთ |
ხდება
შეფასების სიზუსტის უზრუნველყოფა |
შეფასების რუბრიკა
|
1-4 |
5-6 |
7-8 |
9-10 |
მოსწავლე გამოსახავს ათწილადებს რიცხვით
ღეძზე |
მოსწავლემ იცის ათწილადის ჩაწერა მაგრამ
ვერ გამოსახავსრიცხვით ღერძზე |
მოსწავლე გამოსახავს ათწილადებს რიცხვით
ღერძზე ზოგჯერ |
უმეტესწილად მოსწავლე გამოსახავს ათწილადებს
რიცხვით ღერძზე |
ყოველ ჯერზე მოსწწავლე გამოსახავს ათწილადებს
რიცხვით ღერძზე |
ადარებს ათწილადებს ერთმანეთს |
მოსწავლეს ძალიან უჭირს ათწილადების შედარება |
ადარებს ზოგიერთ ათწილადებს |
უმეტესწილად სწორად ადარებს ათწილადებს
ერთმანეთზე |
ყოველ ჯერზე სწორად ადარებს ათწილადებს |
ალაგებს ზრდის მიხედვით პოზიციური სისტემის
გამოყენებით |
ვერ ალაგებს ზრდის მიხედვით ათწილადებს |
ზოგჯერ ალაგებს ათწილადებს |
უმეტესწილად ალაგებს სწორად ათწილადებს |
ყოველ ჯერზე ალაგებს სწორად ათწილადებს |
No comments:
Post a Comment