კომპლექსური დავალების
შექმნა
მიმართულება: რიცხვები
სამიზნე ცნება ათწილადები
სასწავლო თემა რაციონალური რიცხვები
როგორ
გადავაქციოთ დახურული ტიპის დავალება კომპლექსურ დავალებად
1. იპოვე გამოსახულების
მნიშვნელობა: 18 * 0,5 + 0,2 * 2 + 1,2 * 0,5 + 0,5 * 1 =
ა)
15,5 ბ) 10,5 გ) 9,5 დ) 8,5
2. დედამ ნინას სთხოვა
მაღაზიიდან მოეტანა 0,5კგ ხორცი (1კგ 18 ლარი), 200გ მწვანილი (1კგ 2 ლარი), 500გ კარტოფილი
(1კგ 1.2 ლარი), 500გ ხახვი (1კგ 1 ლარი). რა თანხას გადაიხდიდა ნინა ამ ინგრედიენტების
ყიდვისას?
3. დედამ ნინას სთხოვა
კერძი გაეკეთებინა. მან ნინას 20 ლარი მისცა და უთხრა იყიდე ხორცი, კარტოფილი, ხახვი,
პომიდორი კერძითვის, სასურველია ხორცი იყოს 0.5 კგ (1კგ 18 ლარი), 200გ მწვანილი
(1კგ 2 ლარი), 500გ კარტოფილი (1კგ 1.2 ლარი), 500გ ხახვი (1კგ 1 ლარი). თან დედამ
დაუბარა თუ ეს ინგრედიენტები არ მოგწონს შეცვალე და შენი სურვილისამებრ იყიდე და მოამზადე
კერძი და ხურდაც მოიტანე თუ მოგრჩება. თქვენი აზრით დედის მიერ შერჩეული ინგრედიენტებით
უფრიო გემიელი კერძი გამოვა თუ ნინას მიერ შერჩეული ინგრედიენტებით. შეადგინეთ ახალი
მენიუ კერძის მოსამზადებლად და გამოიანგარიშეთ დანახარჯი.
ა)
რა თანხა დაუჯდებოდა ნინას დედის მიერ შერჩეული ინგრედიენტების საყიდლად?
ბ)
რა თანხას დაუბრუნებდა გამყიდველი ნინას?
გ)
შეარჩიეთ ახალი მენიუ და გამოიანგარიშეთ დანახარჯი
დ)
გამოიანგარიშეთ გამყიდველის მიერ დაბრუნებული
თანხა
ე)
როგორ ფიქრობთ თქვენს მიერ გაკეთებული კერძი უფრო ნაკლებ ხარჯს მოითხოვს თუ დედის მიერ
შერჩეული ინგრედიენტებით გაკეთებული კერძი?
No comments:
Post a Comment