Monday, October 10, 2022

კათედრის ოქმი

 

სსიპ მე-11 საჯარო სკოლის მათემატიკისკათედრის

სხდომის ოქმი N 7

 

ქ. ---თბილისი--------                                                                                 -24-- ივნისი 2020 წელი

სხდომის დაწყების დრო -17:00-- სთ

 

კათედრის თავმჯდომარე:მადონა ბენდელიანი

მდივანი:    ინგა გუგულაშვილი

 

სხდომას ესწრებოდნენ კათედრის წევრები:

 

N

სახელი, გვარი

საგნის დასახელება

1

მადონა ბენდელიანი

მათემატიკა

2

 

ინგა გუგულაშვილი

 

მათემატიკა

3

 

ნანა სამხარაძე

 

მათემატიკა

4

 

სოფო ავსაჯანიშვილი

მათემატიკა

5

 

ელისო ხეცურიანი

 

მათემატიკა

6

 

თამარ იაკობიძე

მათემატიკა

7

მაკა მაისურაძე

ისტ

8

ნინო ნერგაძე

მათემატიკა

 

 


დღის წესრიგი:

1.    2020-2021 წლისთვის გრიფმინიჭებული მათემატიკის სახელმძღვანელოს არჩევა მე-8კლასში

კენჭი ეყარა წარმოდგენილ დღის წესრიგს:

მომხრე  -8 --- 

წინააღმდეგი - 0

 

 

 

მომხსენებელი: სსიპ -----------მე-11-------------------- საჯარო სკოლის-----მათემატიკის--------------კათედრის თავმჯდომარე: ______მადონა ბენდელიანი__________

 

მოისმინეს:  ქალბატონმა _მადონა ბენდელიანიმა_ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია მათემატიკის მე-8 კლასის მათემატიკის 3 სახელმძღვანელოს შესახებ. პირველი სახელმძღვანელოს ავტორები არიან  გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ქურჩიშვილი,   მეორე სახელმძღვანელოს ავტორები  ნანა ჯაფარიძე, ნანა წულაია, მაია წილოსანი, ხოლო მესამე სახელმძღვანელოს ავტორები ბექაური, საგინაშვილი

ქალბატონმა მადონამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო,  წილოსანი- ჯაფარიძის წიგნის შინაარსი. სახელმძღვანელოში გათვალისწინებულია მასწავლებელების და ექსპერტების მოსაზრებები. სახელმძღვანელო შევსებულია მეთოდურად გამართული, მოსწავლეთათვის მისაწვდომი, ახალი მრავალფეროვანი საინტერესო მასალით. მოცემულია ინსტრუმენტები განმავიტარებებლი შეფასებისა და თვითშეფასებისთვის. სახელმძღვანელო არის თავებად დაყოფილი, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გრძელვადიან მიზნებს აკმაყოფილებს.

 

მოცემულია ტესტები თვითშემოწმებისთვის, რომელიც ამოწმებს თუ რა უჭირს მოსწავლეს, რა საკითხზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. სახელმაძღვანელოში მოცემულია ასევე პროექტი დამოუკიდებელი კვლევებისთვის. ასევე მოცემულია სახელმძღანელოებში სავარჯიშოები სადაც მოსწავლეები წყვილებში მუშაობენ, საკონტროლო კითხვები და ბევრი სხვა საინტერესო სავარჯიშოები. წიგნი გაყოფილია 2 ნაწილად, რათა შეუმსუბუქდეთ მოსწავლეებს მათი სკოლაში ტარება. ეს სახელმძღვანელო შექმნილია მაღალი დონის, ორიგინალური, მოსწავლეებისათვის მისაწვდომი და საგანმანათლებო მიზნებზე მორგებული სავარჯიშოებით. სახელმძღვანელოში მოცემულია პროექტები დამოუკიდებელი კვლევებისთვის, რუბრიკა „ეს საინტერესოა“. სავარჯიშოები სირთულეების მიხედვით არის დალაგებული

  

  ქალბატონმა მადონამ აღნიშნა ამ სახელმძღანელოთი ვიხელმძღვანელეთ გასული სასწავლო წელი მე-5 ,  მე-6 და მე-7 კლასებში და კარგი ბმა რომ მოხდეს სასურველია ამ სახელმძღვანელოთი გავაგრძელოთ სწავლა საბაზო საფეხურზე.

 

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: ინგა გუგულაშვილმა, თამარ იაკობიძემ, ნინო ნერგაძემ. მათ აღნიშნეს რომ ამ სახელმძღვანელოთი ხელმაძღანელობდნენ გასულ სასწავლო წელს და მოსწავლეთა აბსოლიტურმა უმრავლესობამ კარგად დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული  საკითხები. აქვე აღნიშნეს რომ წიგნში წარმდგენილი იყო სავარჯიშოები , რომლებიც ელექტრონულად უნდა გაეკეთებინათ მოსწავლეებს. მოსწავლეებმა   დააგროვეს უამრავი ელექტრონული რესურსი, რომლებსაც შემდეგ გამოვიყენებთ სასწავლო პროცესში.

ინგა გუგულაშვილმა აღნიშნა რომ ამ სახელმძღვანელოთი მოსწავლეებმა უკეთ აითვისეს  რაციონალური რიცხვები(წილადები და ათწილადები). ნინო ნერგაძმ ისაუბრა ტესეტბზე, რომლებიც განკუთვნილი იყო თვითშებოწმებისთვის,დართული  ქონდა ბოლოში ცხრილი სადაც მოსწავლეს უნდა გაეანალიზებინა თუ რამდენი ამოცანა იყო რთული, რამდენი სშუალო და რამდენი მარტივი და შეედგინა სვეტოვანი დიაგრამა ამ მონაცემების მიხედვით. ეს სავარჯოშოები ბავშვებმა კარგდ შეასრულეს, მათ თვითონ გაანალიზეს თავისი შეცდომები და ამოტომ ეს ტესტები მოწონებას იმსახურებს. მათ აღნიშნეს რომ უნდათ ამ სახელმაძღვანელოთი გააგრძელონ შემდეგი წელი. 

 

   ელისო ხეცურიანმა და ნანა სამხარაძემ მოიწონეს გურამ გოგიშვილის მე-8 კლასის სახელმძღანელო. მათ აღნიშნეს ამ წიგნის დადებითი მხარეები. ქალბატონმა ელისომ  აღნიშნა რო ამ სახელმძღვანელოში არის ძალიან კარგი ტესტები, დახურული პასუხებით. ხშირად არის მოცემული ელექტრონული დავალებები ამოცანები განკუთვნილია სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებიშთვის. ნანა სამხარაძემ აღნიშნა რომ ამ სახელმძღვანელოს აქვს კარგი მასწავლებლის წიგნი, სადაც წარმოდგენილია ყოველი გაკვეთილის სცენარი, ამოხსნილია თითქმის ყველა ამოცანა და ამასთაბნავე მითითებულია ამოცანთა ამოხსნის სხვადასხვა ხერხები. მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას ემსხურება პრაქტიკული შინაარსის ამოცანები. აგრეთვე ამ სახელმძღვანელოში მოეწონათ დავალებები, რომლებიც გამოყოფილია, კლასში გასაკეთებელი ცალკე და საშინაო დავალებები ცალკე. თამარ იაკობიძემ ისაუბრა ბექაურის მე-8 კლასის სახელმძღვანელოზე, მან აღნიშნა, რომ ამ სახელმძღვანელოში კარგია კვლევითი ხასიათის დავალებები, ჯგუფური და წყვლებში სამუშაო მაგალითები. რუბრიკა შესაძლებელია თუ არა „აბა სცადე“

 

  კათედრის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის და აერჩიათ სახელმძღვანელო.

 

კენჭისყრის შედეგები:

 სახელმძღვანელო ნანა ჯაფარიძის მიერ შედგენილი

მომხრე  - -8-- 

წინააღმდეგი - 0

სახელძღვანელო გურამ გოგიშვილის მიერ შედგენილი.

მომხრე  - 0--- 

წინააღმდეგი - 0

სახელძღვანელო ბექაური, საგინაშვილის მიერ შედგენილი.   

მომხრე  - 0--- 

წინააღმდეგი - 0

 

 

 

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა: კათედრამ დაადგინა რომ საბაზო საფეხურზე, კერძოდ მე-8 კლასში  სწავლას გავაგრძელებთ გამომცემლობა: „ბაკურ სულაკაურის“ წიგნით. ავტორები ნანა ჯაფარიძე , ნანი წულაია, მაია წილოსანი.

 

 

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად გამოცხადდა.

 

 

სხდომის დასრულების დრო -18:00-- სთ

 

 

სხდომის თავმჯდომარე: ---მადონა ბენდელიანი-------------------.

 

სხდომის მდივანი: -ინგა გუგულაშვილი---------------------.

 

No comments:

Post a Comment